როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში

2020 წელს პანდემიის პირობებში, თბილისელების ქცევა სხვადასხვა აქტივობების კუთხით მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჩვენ დავინტერესდით 2020 წლის 14-15  მარტის მონაცემთან შედარებით რა ფორმით შეიცვალა ქცევა შეზღუდვების გამკაცრების ფონზე.

ინფო 1

2020 წლის დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობამ  შეცვალა ქცევა სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად: რესპონდენტების 51%-მა შეამცირა და მათ შორის 12% საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს; პარკებში და სკვერებში სიარული შეწყვიტა 36%-მა; რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას (ვარჯიში სახლში, ქუჩაში, სტადიონზე) გამოკითხული რესპონდენტების მხოლოდ 22%  აღარ ახორციელებს.

NO GUESTS

2020 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით სტუმრად სიარული გამოკითხული რესპონდენტების 40%-მა ხოლო, 2020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემის მიხედვით რესპონდენტების 55%-მა შეწყვიტა. შესაბამისად, სახლში სტუმარს მარტის მონაცემის მიხედვით 36%, ხოლო დეკემბრის მონაცემის მიხედვით 56% აღარ ეპატიჟება.

3

რაც შეეხებადაბადების დღეებზე და პანაშვიდებზე სიარულს 2020 წლის დეკემბრის მონაცემის მიხედვით  კიდევ უფრო შემცირდა. მარტში 43%, ხოლო დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტების 60% უფრო ნაკლებად ან საერთოდ აღარ ახორციელებს აღნიშნულ აქტივობას.

2

 

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

მთავარი გვერდი სტატიების არქივი როგორ შეიცვალა ცხოვრების სტილი პანდემიის პერიოდში

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.