როგორ შეცვალა COVID-19-მა თბილისელების ცხოვრება

მიმდინარე COVID-19 პანდემიამ ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ყოველი ჩვენთაგანის ყოველდღიურ ცხოვრებასა და უახლოესი მომავლის გეგმებზე.

ჩვენ ACT-ში გადავწყვიტეთ გვენახა, თუ როგორ შეიცვალა ტიპური თბილისელის ყოველდღიური ცხოვრება პანდემიის პირობებში: რას აკეთებს იგი ინფიცირების პრევენციისთვის, როგორ შეიცვალა მისი სამოგზაურო გეგმები, რა გავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ მის სოციალურ ცხოვრებასა თუ სამომავლო ხარჯვით ქცევაზე და როგორ აფასებს ის მთავრობის ქმედებებს არსებულ ვითარებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა ჩატარებულია 19 მარტის საყოველთაო შეზღუდვის დაწესებამდე. თუმცა იმის შესასწავლად, როგორ იცვლება კრიზისში მომხმარებლის ქცევა, ჩვენი კვლევის მონაცემები ძალიან ფასეულია. საინტერესოა, რა მოხდება საყოველთაო შეზღუდვის მოხსნის შემდეგ ან კორონას პანდემიის დასრულების შემდეგ, დაუბრუნდებიან თუ არა თბილისელები ძველი ცხოვრების სტილს თუ მათი ქცევა სრულიად შეიცვლება. ჩვენ განვაგრძობთ რეგულარულ კვლევებს და მომავალშიც არაერთ საინტერესო აღმოჩენას გაგიზიარებთ ამ თემაზე.

shesworebuli-ferebi-da-teqsti

ინფიცირების პრევენციის მიზნით უმეტესობა მიმართავს პირადი ჰიგიენის დაცვის რეკომენდებულ რჩევებს – იბანს ხელებს რეგულარულად ან იყენებს ანტიბაქტერიულ ხსნარს. მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ ყოველი მეხუთე ერიდება სახლიდან გასვლას. საინტერესოა რომ ე.წ. „სახალხო მედიცინის“ მეთოდებს, როგორიცაა მაგალითად არყის დალევა, ხახვის და ნივრის ჭამა გამოკითხულთა მხოლოდ 3% მიმართავს.

მკვეთრად შეიცვლა მოლოდინი ქვეყნის გარეთ მგზავრობასთან დაკავშირებით. COVID-19  ვირუსის გავრცელებამდე რესპონდენტების 15% გეგმავდა უახლოეს თვეებში საზღვარგარეთ მოგზაურობას, თუმცა, ვირუსის გავრცელებასთან ერთად სავარაუდო მგზავრთა 69%-მა უვადოდ გადადო მგზავრობის გეგმები.

როგორც მოსალოდნელია არსებულმა სიტუაციამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების სტილზე ისე უახლოეს რამოდენიმე თვეში დაგეგმილი ხარჯების გეგმაზე:

გამოკითხულთა დაახლოებით მესამედი უფრო იშვიათად პატიჟებს სტუმრებს სახლში, თავად უფრო იშვიათად დადის სტუმრად, თუ ეწვევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, კიდევ დაახლოებით ერთმა მესამედმა სრულად შეწყვიტა ყველა ზემოაღნიშნული აქტივობა.

ყველაზე დიდი ნეგატიური გავლენა არსებულმა სიტუაციამ იქონია კულტურულ, გასართობ და სპორტულ/გამაჯანსაღებელ აქტივობებზე. კულტურულ ღონისძიებებზე, კაფეებსა და ბარებში და სავარჯიშო დარბაზებში სიარული სრულად შეწყვიტა გამოკითხულთა ორ მესამედზე მეტმა.

რაც შეეხება უახლოესი პერიოდის ფინანსურ ხარჯებს, ახლო წარსულის გეგმებთან შედარებით მხოლოდ ნახევარი გეგმავს უახლოეს 6 თვეში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის ან აქსესუარის შეძენას, უახლოს გეგმებთან შედარებით მსხვილი საოჯახო ტექნიკაში ინვესტირებას გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი აპირებს.

ამ ვითარებაში მკვეთრად დადებითა მთავრობის საპასუხო ქმედებების შეფასება: გამოითხულთა 90% ძალიან დადებითად ან დადებითად აფასებს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. 75%-ის შეფასებით ზომები, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს და საზოგადოებას მოუწოდებს რომ განახორციელოს სრულიად ან მეტნაკლებად საკმარისია ამ ვითარებაში.

ამ ყველაფერთან ერთად საზოგადოებაში შფოთვის დონე არ არის მაღალი, 10 ბალიან სკალაზე შფოთვა რესპონდენტებმა საშუალოდ 4.9 ქულაზე შეაფასეს.

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 426 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2020 წლის 14-16 მარტის შუალედში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4,9%-ს. გამოყენებული მეთოდი: სატელეფონო გამოკითხვა.

მთავარი გვერდი სტატიების არქივი როგორ შეცვალა COVID-19-მა თბილისელების ცხოვრება

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.