საახალწლო განწყობა

საინტერესოა ახალ რეალობაში როგორია თბილისელების საახალწლო განწყობა პანდემიის პირობებში.

რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ  მათი შეგრძნება 10 ქულიან  სკალაზე, სადაც „0“ ნიშნავს „საერთოდ არ მაქვს საახალწლო განწყობა“ ხოლო „10“ – „ძალიან მაღალი საახალწლო განწყობა მაქვს“.

2020 წლის 11-13 დეკემბრის მონაცემის თანახმად, თბილისელების საახალწლო განწყობის  მაჩვენებელი 5.15 ქულას შეადგენს. გასულ წელთან შედარებით გამოკითხულთა რესპონდენტების 66%-ს უფრო ნაკლებად აქვს საახალწლო განწყობა ხოლო 10%-ს უფრო მაღალი.

დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით საახალწლო სამზადისი და ქცევა მნიშვნელოვნად შეიცვალა. გამოკითხული რესპონდენტების 61% საახალწლო სუფრის მომზადებაზე უფრო ნაკლებს დახარჯავს ვიდრე გასულ წელს, ასევე გამოკითხულთა 43% უფრო ნაკლებს დახარჯავს საახალწლო საჩუქრებზე და 32%-საახალწლო დეკორაციებზე.

1 gancyoba 2 gancyoba

 

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის 2020 წლის 11-13 დეკემბერს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

 

 

 


კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.