სტრატეგიული კვლევისა და კონსულტაციის ორგანიზაცია ,,ეისითი“ უერთდება გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

დღეს, 25 ნოემბერს, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალური კამპანია დაიწყო და ამ მნიშვნელოვანი პრობლემის აღმოფხვრის ირგვლივ მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ ერთიანდება.

გენდერული ძალადობის დაძლევაში კერძო სექტორს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები, რომლებიც ქალთა გაძლიერებისკენ ვისწრაფვით, ვაცნობიერებთ, რომ გენდერული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, გარკვეული ნაბიჯები გადავდგათ, რათა ხელი შევუწყოთ ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნას როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ, ავამღალოთ ცნობიერება ამ პრობლემის შესახებ, პოპულარიზაცია გავუწიოთ სერვისებს, რომლებიც ძალადობის წინააღმდეგ არსებობს და მხარი დავუჭიროთ გენდერული ძალადობის მსხვერპლებს.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ვუერთდებით და სოლიდარობას ვუცხადებთ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

 

5 GEO

 

#orangetheworld

#16Days

#WEPs

#EqualityMeansBusiness

#WeEmpower

 

მთავარი გვერდი სტატიების არქივი სტრატეგიული კვლევისა და კონსულტაციის ორგანიზაცია ,,ეისითი“ უერთდება გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.