ტაქსების ლიცენზირება

ბოლო პერიოდში  აქტიურად განიხილება ტაქსებისათვის ლიცენზირების სისტემის შემოღებისა და ამ სფეროს რეგულირების საკითხი. “ეისითი” დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს თბილისის მოსახლეობა ამ თემაზე.

როგორც კვლევის მონაცემები აჩვენებს, თბილისელების უმრავლესობა (69%)  ტაქსებისათვის გარკვეული რეგულაციების დაწესებისა და ლიცენზირების სისტემის შემოღების მომხრეა;

ტაქსების ლიცენზირების ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმად, რა თქმა უნდა, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობა მიიჩნევა (84%), თითქმის ყოველი მეორე თბილისელი კი ჰიგიენურ მხარეზე აკეთებს აქცენტს (44%). მესამე და მეოთხე ადგილს, შესაბამისად, ეკოლოგიური უსაფრთხოება (35%) და ტაქსის მძღოლის მიერ ქუჩების კარგად ცოდნა (29%) ინაწილებენ.

როგორც კვლევის მონაცემები ადასტურებს, მხოლოდ ყოველი მესამე  თბილისელი (29%) სარგებლობს ტაქსით კვირაში ერთხელ ან უფრო ხშირად; ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკას კი ტაქსის ქუჩაში შემთხვევითად გაჩერება წარმოადგენს (55%).

taxi

*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი საზოგადოების აზრი ტაქსების ლიცენზირება

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.