პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული განწყობა

2016 წლის ოქტომბერში, გაჟღერდა შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს პარლამენტი აირჩევს და 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნები აღარ ჩატარდება.

ეისითი დაინტერესდა, თუ რა დამოკიდებულება აქვს ამ შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობას.

აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის დიდ უმრავლესობას (90%) მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა უნდა ხდებოდეს საყოველთაო, პირდაპირი არჩევნების გზით. თბილისის მაცხოვრებლების მხოლოდ 6% ფიქრობს, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს. 4%-ს კი უჭირს პასუხის გაცემა.

bolo2

გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი სტატიების არქივი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებული განწყობა

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.