ტაქსების რეფორმა

,,ეისითი” რეგულარულად სწავლობს საზოგადოების აზრს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. ბოლო პერიოდში მედიასა და  სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილავდნენ მერიის მიერ განხორციელებულ ტაქსების რეფორმას. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აფასებენ თბილისელები ამ რეფორმას და რისი მოლოდინი აქვთ.

,,ეისითის” კვლევის შედეგების თანახმად, თბილისში განხორციელებულ ტაქსების რეფორმას დედაქალაქში გამოკითხულების 25% ძალიან დადებითად, 32% კი უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად აფასებს. იმ რესპონდენტების რაოდენობა კი, რომლებიც ტაქსების რეფორმას ძალიან უარყოფითად ან უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად აფასებენ, ერთმანეთის მსგავსია და, შესაბამისად, 18%-ს და 19%-ს შეადგენს.

ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ გამოკითხულების 70% ტაქსების რეფორმის შედეგად დედაქალაქში უფრო მოწესრიგებულ და სუფთა ტაქსებს მოელის. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 17%, საკითხის მიმართ კი ნეტრალური დამოკიდებულება აქვს 10%-ს (არც ეთანხმება და არც არ ეთანხმება).

გამოკითხულების 72%-ს ტაქსების რეფორმის შემდეგ დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესების იმედი აქვს. აღნიშნულს არ ეთანხმება 15%, 11%-ს კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს.

თბილისში გამოკითხულების 59% თვლის, რომ რეფორმის შედეგად ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდება. აღნიშნულს არ ეთანხმება გამოკითხულების 21%, ნეიტრალურ განწყობას კი ავლენს 14%.

ასევე, კვლევამ უჩვენა, გამოკითხულების 2/3 შიშობს, რომ რეფორმა გააძვირებს ტაქსის მომსახურებას (66%). 14% აღნიშნულს არ ეთანხმება, 12% კი ნეიტრალურ დამოკიდებულებას ავლენს.

მთლიანობაში დედაქალაქში გამოკითხულების 2/3 ტაქსების რეფორმას მტკივნეულ, მაგრამ თბილისისთვის აუცილებელ რეფორმად თვლის (64%). აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 20%, ხოლო ნეიტრალურია 13%.

 

damatebuli info

 

კვლევა ჩატარდა 17-21 ოქტომბერს თბილისში. სულ გამოიკითხა 1000 რესპონდენტი.
კვლევის ცდომილება თბილისისთვის შეადგენს 3.1%-ს.

 


კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.