თბილისის მოსახლეობა სავალდებულო ტექ. დათვალიერების მომხრეა

ბოლო დროს ქართულ სოციალურ სივრცეში აქტუალური გახდა ავტომობილების მიერ გარემოს დაბინძურების პრობლემები და ამასთან, ორი დღის წინ გავრცელდა ინფრომაცია, რომ საქართველოს მთავრობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური დათვალიერების სისტემის დანერგვას აპირებს, რათა ხელი შეუწყოს მოქალაქეებისთვის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას.

“ეისითი” დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით თბილისის მოსახლეობა.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 10-დან 9 თბილისის მაცხოვრებელი (89%) თვლის, რომ ავტომობილის ტექ. დათვალიერება უნდა იყოს სავალდებულო. მონაცემების სქესის ჭრილში გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ქალების უფრო დიდ ნაწილს მიაჩნია რომ ტექ. დათვალიერება სავალდებულო უნდა იყოს (94%), ვიდრე კაცებისას (83%).

თბილისელების 73% თვლის, რომ გარკვეული ასაკის ავტომობილების ექსპლუატაცია უნდა აიკრძალოს. აღსანიშნავია, რომ თბილისში მაცხოვრებელი ქალების 81% თვლის ასე, ხოლო კაცების მხოლოდ 63%.

untitled-3

თბილისის მოსახლეობას ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებული აზრი აქვთ იმის შესახებ, თუ რომელი წლიდან გამოშვებული ავტომობილების ექპლუატაცია უნდა იყოს დასაშვები, თუმცა მოქალაქეთა თითქმის ნახევარი (41%) თანხმდება, რომ 2000 წლამდე გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია უნდა აიკრძალოს. აღსანიშნავია, რომ 10%-ს აზრით, მხოლოდ 2005 წლის შემდეგ ნაწარმოები ავტომობილები უნდა იყოს დასაშვები.

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი საზოგადოების აზრი თბილისის მოსახლეობა სავალდებულო ტექ. დათვალიერების მომხრეა

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.