COVID-19-ის პანდემიის ფონზე ქართული ბიზნესი ჯერ-ჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს

2019 წლის ბოლოს დაწყებულმა COVID 19-ის ეპიდემიამ უკვე მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა, როგორც ყოველი ჩვენთაგანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ისე ბიზნეს გარემოზე.

ქართული ბიზნეს გარემოს განუყოფელმა ნაწილმა, ACT-ს გუნდმა გადაწყვიტა შეეფასებინა პანდემიის მიმდინარე სტადიის გავლენა საქართველოს ბიზნეს სექტორზე და გამოევლინა თუ როგორ მართავს კომპანიის მენეჯმენტი პანდემიის გავრცელების რისკებს მათ თანამშრომლებში, რა გავლენა იქონია არსებულმა მდგომარეობამ კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე და რა ზოგადი განწყობაა ამჟამად კომპანიების შიგნით.

ამ მიზნით, 2020 წლის 12-13 მარტს ჩვენ ჩავატარეთ 124 ქართული კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელის სატელეფონო გამოკითხვა.

როგორც კვლევიდან ირკვევა ორგანიზაციების 73% მიმართავს ვირუსის გავრცელების რაიმე სახის პრევენციულ ზომებს. ყველაზე ხშირად (44%) ეს არის სადეზინფექციო და ჰიგიენური სახის ზომები, მათ შორის ოფისების სადიზენფექციო საშუალებებით სრული აღჭურვა და ამავე საშუალებებით სამუშაო სივრცის ყოველდღიური დამუშავება.

პრევენციული ზომები         კორონავირუსის გავლენა

კომპანიები აგრეთვე ზრუნავენ რომ მათი თანამშრომლები არ გახდნენ ვირუსის გავრცელების მიზეზები ან არ შეეყაროთ ვირუსი შესაძლო ინფიცირებული პირისგან – კომპანიების 22%-ს უზრუნველყოფენ თანამშრომლებს პირბადეეებით შიდა ან გარე შეხვედრების დროს.

გარდა ამისა, კომპანიები ეწევიან შიდა საინფორმაციო კამპანიას ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და ნაწილობრივ ან სრულად გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე 16%.

Безымянный-4

პანდემიამ უკვე იქონია ნეგატიური გავლენა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე – ორგანიზაციების ნახევარზე მეტი (51%) აცხადებს რომ მათი ფინანსური მდგომარეობა მეტნაკლებად ან მკვეთრად გაუარესდა, ამასთან ორგანიზაციების მხოლოდ მესამედმა (31%) დაიწყო მუშაობა ხარჯების ნაწილობრივ თუ მკეთრ შემცირებაზე.

ფინანსური გავლენა         ხარჯების ოპტიმიზაცია

ყოველდღიური ბიზნეს პროცესების შეფერხების და ფინანსური შედეგის გაუარესების მიუხედავად, კომპანიების მენეჯმენტის შეფასებით ორგანიზაციების შიგნით ჯერ-ჯერობით ამ ეტაპზე შფოთვის დონე საშუალოზე დაბალია. რესპონდენტებმა შფოთვა 10 ქულიან სკალაზე საშუალოდ – 4,47 ქულის დონეზე შეაფასეს.

შფოთვის დონე

*კვლევა ჩატარდა საქართველოში არსებულ კერძო ორგანიზაციებში, მოხერხებული შერჩევის მეთოდით. სატელეფონო ინტერვიუირების ტექნიკის გამოყენებით გამოიკითხა 124 ბიზნესის ტოპ მენეჯერი, 2020 წლის 12-13 მარტის პერიოდში.

მთავარი გვერდი სტატიების არქივი COVID-19-ის პანდემიის ფონზე ქართული ბიზნესი ჯერ-ჯერობით სიმშვიდეს ინარჩუნებს

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.