ელექტრონული ფოსტის მოხმარება თბილისში

ელექტრონული ფოსტა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან გამოიყენება. მას შემდეგ ციფრულმა სამყარომ მრავალი ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი შემოგვთავაზა. ეისითი დაინტერესდა, თბილისის მოსახლეობის რა ნაწილს აქვს ელექტრონული ფოსტა და ძირითადად რა მიზნით გამოიყენება აღნიშნული საკომუნიკაციო არხი.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ელ-ფოსტა თბილისის მოსახლეობის ფაქტიურად ნახევარს (52%) საერთოდ არ აქვს, შესაბამისად, 48% ელ-ფოსტის მომხმარებელია. თბილისში, ფოსტის მომხმარებლების უმრავლესობას (76%) მხოლოდ 1 ელექტრონული ფოსტა აქვთ გახსნილი.

რაც შეეხება სარგებლობის სიხშირეს, ელ-ფოსტის მომხმარებლების მხოლოდ მესამედი (34%) იყენებს მას ყოველდღიურად.

ელექტრონული ფოსტის მქონე თბილისის მაცხოვრებლები აღნიშნულ არხს ყველაზე ხშირად ფაილების გაგზავნა / შენახვისთვის, ასევე სხვა ადამიანებთან კომუნიკაციისთვის იყენებენ.

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 16-დან 19 ივნისამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. 

მთავარი გვერდი იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მოხმარება თბილისში

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.