არიან თუ არა თბილისელები ბედნიერები?

“ეისითი” დაინტერესდა, რამდენად ბედნიერად გრძნობენ თავს თბილისელები, რამდენად განსხვავდება ეს მაჩვენებლები ასაკის მიხედვით და არიან თუ არა თბილისელები ოპტიმისტურად განწყობილები მათი მომავლის მიმართ.

კვლევამ აჩვენა, რომ 10-დან 7 თბილისელი თავს ბედნიერად გრძნობს. საგულისხმოა, რომ ბენდიერების მაჩვენებელი ასაკის მატებასთან ერთად მცირდება. ბედნიერების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია 18-30 და 31-45 წლის თბილისის მაცხოვრებლებში (80%; 81%). ხოლო 46 წლის შემდეგ ბედნიერების განცდა შესამჩნევად იკლებს (45-65 წელი – 61% ბედნიერია) და მინიმალურ მაჩვენებელს უტოლდება 65 წელზე უფროსი ასაკის თბილისელებში – მათგან მხოლოდ 34% აცხადებს, რომ თავს ბედნიერად გრძნობს.

hpnss

ბედნიერების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ოპტიმიზმის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია – ზოგადად, თბილისში, მხოლოდ 49% ფიქრობს, რომ მომავალი 1 წლის განმავლობაში მათი ცხოვრება გაუმჯობესდება. ოპტიმიზმის ყველაზე მაღალი დონე ფიქსირდება ყველაზე დაბალი ასაკის თბილისელებში – 18-30 (70%). 31 წლის შემდეგ ოპტიმისტური განწყობები მცირდება და თავის მინიმუმს – 11% – 65 წელს გადაცილებულ თბილისის მაცხოვრებლებში აღწევს.

hpnss2

*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

 

მთავარი გვერდი საზოგადოების აზრი არიან თუ არა თბილისელები ბედნიერები?

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის
ქუჩა #8, 0183, თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.