ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისის გამოყენება

ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც რისკის მართვის ერთ-ერთი ფინანსური ინსტრუმენტი, გვეხმარება თავი ვიგრძნოთ დაცულად და ჯანმრთელობის პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, გავიმარტივოთ დაუგეგმავ ფინანსურ ხარჯებთან გამკლავება.

„ეისითი“ დაინტერესდა რა ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობენ თბილისის მაცხოვრებლები და რამდენად კმაყოფილები არიან კერძო თუ საყოველთაო სადაზღვევო მომსახურებით. კვლევის მონაცემების თანახმად, თბილისელთა უმრავლესობა (86%) სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისით; ამასთან, აღსანიშნავია, რომ მათი დიდი ნაწილი საყოველთაო დაზღვევის მომხმარებელია, ყოველი მეხუთე თბილისელი (22%) კი კერძო სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით სარგებლობს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვის მანძილზე ჯანმრთელოსბის დაზღვევის სერვისით მოსარგებლე თბილისელების 38%-მა ისარგებლა აღნიშნული მომსახურებით; ამასთან, ქალები უფრო აქტიურად იყენებენ სადაზღვევო მომსახურებას (42%), ვიდრე მამაკაცები (31%).

 საინტერესოა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისით მოსარგებლეთა უმრავლესობა (80%) კმაყოფილია როგორც კერძო, ისე საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მიღებული მომსახურებით.

გამოკითხვა ჩატარდა 405 ზრდასრულ თბილისელს შორის, 2015 წლის აპრილში, მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს.

მთავარი გვერდი ჯანმრთელობის დაზღვევის სერვისის გამოყენება

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.