უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, თბილისიდან ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში წავიდოდა

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში.

“ეისითის” მიერ, ოქტომბერში, ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის სრულ უმრავლესობას (97%) სმენია საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ. თბილისის მოსახლეობის 61%-ს კი უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, ევროკავშირის ქვეყნის მონახულების სურვილი აქვს. თბილისელების 18% აცხადებს, რომ იტალიაში გაემგაზვრებოდა, 17% საფრანგეთში, ხოლო 14% გერმანიაში.

აღსანიშნავია, რომ თბილისელების 25% უკვე ნამყოფია ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში. მათგან 11% გერმანიაში, 7%-7% კი იტალიაში, საფრანგეთსა და ჩეხეთში.

ქვემოთ მოცემულ სურათზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისის მოსახლეობის მიერ დასახელებული ქვეყნები და მათი პროცენტული წილი (ზოგ შემთხევავში ერთი რესპოდენტის მიერ დასახელებულ იქნა რამოდენიმე ქვეყანა).

5

*გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 400 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2016 წლის ოქტომბერში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4.9%-ს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

მთავარი გვერდი სტატიების არქივი უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, თბილისიდან ყველაზე მეტი ადამიანი იტალიაში წავიდოდა

კონტაქტი

თბილისის ოფისი
მისამართი: თბილისი, ჯონ (მალხაზ)
შალიკაშივილის ქ. 8
ტელ: (+995 32) 2 422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.