CAPI ტექნოლოგია

კომპიუტერზე დაფუძნებული პერსონალური ინტერვიუირების სისტემას –  CAPI (Computer-assisted personal interviewing) – აქტიურად იყენებენ განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა საქართველოში ეისითი პირველია, ვინც მისი გამოყენება დაიწყო.  ეს მნიშვნელოვანი ინოვაციური ტექნოლოგიაა ქართული ბაზრისთვის.

CAPI ტექნოლოგია ითვალისწინებს ინტერვიუს ჩატარებას პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით, რომელშიც ჩატვირთულია კითხვარი. პასუხების  დაფიქსირება ხდება კომპიუტერშივე, ხოლო მონაცემები ონლაინ რეჟიმში გადაიცემა მონაცემთა ერთიან ბაზაში. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა კვლევის მიმდინარეობის პროცესშივე მოხდეს საველე სამუშაოების მონიტორინგი, ხარისხის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, კორექტივების შეტანა.

ძირითადი უპირატესობები, რაც CAPI-ს გააჩნია:
•  მონაცემების ცოცხალ რეჟიმში დაფიქსირება;
•  კვლევის პროცესზე თვალყურის დევნება ქვეყნის ნებისმიერ წერტილში;
•  კვლევის პროცესის 100%-იანი კონტროლი;
•  ინტერვიუერის შეცდომების/ხარვეზების მინიმიზაცია;
•  მაქსიმალური ხარისხი;
•  ხარჯების ოპტიმიზაცია;
•  დროის ეკონომია.

გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და პრიორიტეტული განსხვავება, რაც CAPI-ს ახასიათებს, არის ის, რომ საშუალებას იძლევა ვატესტიროთ ნებისმიერი სახის ვიზუალური მასალა. იდეალურია დინამიური ვიზუალების, კლიპების, საკომუნიკაციო მასალების სატესტირებლად. გარდა ამისა, პროგრამა მუშაობს ონლაინ რეჟიმში და შესაძლებელია ვებ-გვერდების, ონლაინ კონტენტის ტესტირებაც. ამის გაკეთება ინტერნეტ-კვლევებითაც შესაძლებელია, თუმცა, CAPI-ს უპირატესობა ისაა, რომ რეპრეზენტატული შერჩევის საშუალებას იძლევა, რაც შეუძლებელია ინტერნეტ-კვლევისას.

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა


კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.