სწრაფი შეფასება

სწრაფი შეფასება გულისხმობს თანამონაწილეობითი ან რურალური კვლევის მიდგომებს, რომელიც მეცნიერული თვალსაზრისით შესაძლოა ყველაზე მეტად „დაბინძურებულია“, თუმცა საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც თვალსაჩინოებაზე დაფუძნებული მონაცემების მოპოვების უსწრაფესი გზა განვითარებადი პროექტებისათვის. სწრაფი შეფასების მიდგომები ყველაზე ეფექტური საშუალებაა დროითი და ფინანსური რესურსების დეფიციტის პირობებში, თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ სრულმასშტაბიანი შეფასებითი კვლევების პირობებშიც კი, სწრაფ თანამონაწილეოებით და რურარულ მიდგომეს შეუძლიათ პროგრამას / პროექტს / პოლიტიკას შესძინონ დამატებითი ღირებულება სამიზნე ჯგუფის მოსაზრებების, მათი საჭროებებისა და მოლოდეინების გათვალისწინების გზით.

სწრაფი შეფასებითი მიდგომების გამოყენება პროგრამის / პროექტის / პოლიტიკის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე უზრუნველყოფს სამიზნე სეგმენტების მაქსიმალურ ჩართულობას და მათ მიერ პროგრამის მიზნების გაზიარების მაღალ ალბათობას, ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში, განაპირობებს პროგრემის შედეგების მდგრადობას.


სხვა სერვისები, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა


კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.