განსახლების სამოქმედო გეგმა

განსახლების სამოქმედო გეგმა გულისხმობს საინვესტიციო პროექტების შედეგად გამოწვეული ზემოქმედების შედეგების შემარბილებები ღონისძიებების შემუშავებას.

განსახლების სამოქმედო გეგმა რამდენიმე საბაზისო პუნქტისაგან შედგება:

  • პოლიტიკის პრინციპების განსაზღვრა;
  • კომპენსაციასა ან სხვა ფორმის დახმარებებზე უფლებამოსილების განმსაზღვრელი მატრიცის შემუშავება;
  • სოციო-ეკონომიკურ კვლევებსა და აღწერებზე დაფუძნებით განსახლების მასშტაბის განსაზღვრა;
  • საინვესტიციო პროექტთან შესაბამისი განსახლების გრაფიკის მომზადება;
  • საინვესტიციო პროექტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება, ზემოქმედების არეალში მოქცეული შინამეურნებებისა და პირების კონსულტირება და მათი ჩართვა განსახლების პროცესში, მათ შორის საჩივრების გადაწყვეტის მექანიზმების მეშვეობით.

განსახლების სამოქმედო გეგმის შექმნა პროექტის დონორებს იცავს პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ინდივიდების გაუთვალისწინებელი ან გაზვიადებული მოთხოვნებისაგან. ასეთი ტიპის გაუთვალისწინებელი საჩივრების დროული აღმოჩენა, მართვის წინასწარი გეგმის შემუშავება და ზემოქმედების ქვეშ მყოფ ინდივიდებთან სტარტეგიული კომუნიკაცია დონორებს მნიშვნელოვან დროითი და ფინანსურ რესურსებს უზოგავს და უზრუნველყოფს მთლიანი პროექტის წარმატებულ განხორციელებას.

გამოიწერეთ ჩვენი საინფორმაციო გამოცემა

მთავარი გვერდი სოციალური მიმართულება განსახლების სამოქმედო გეგმა

კონტაქტი

სათაო ოფისი
მისამართი: ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ქუჩა #8, 0183,
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2422 322
ელ-ფოსტა: geo@act-global.com

2016 ეისითი. ყველა უფლება დაცულია.