
![]() |
IT ბიზნეს ანალიზი აერთიანებს სტრატეგიულ ხედვას ტექნიკურ კომპეტენციასთან და სწორედ ამიტომ ციფრული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო პროფესიაა. ბიზნეს ანალიზი არის პრაქტიკა, რომელიც ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს კომპანიას, ისე რომ განისაზღვროს კომპანიის საჭიროებები და შეთავაზებულ იქნას რეკომენდაციის სახით ისეთი გადაწყვეტები, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებს მოუტანს სარგებელს.
ეს პროგრამა შეიქმნა მათთვის, ვისაც სურს განივითაროს უნარები ბიზნეს მოთხოვნების განსაზღვრის, ანალიზის და ფორმულირების მიმართულებით, ჰქონდეს შესაძლებლობა შექმნას ფასეულობა ციფრული პროდუქტების, სერვისებისა და სისტემებისთვის.
IT ბიზნეს ანალიზის პროგრამა მიზნად ისახავს ინდივიდების აღჭურვას იმ უნარებითა და ტექნიკებით, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ეფექტურად განახორციელონ ბიზნეს ანალიზის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ვისთვის არის "IT ბიზნეს ანალიზის" პროგრამა განკუთვნილი?
IT ბიზნეს ანალიზის პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გახდეს IT ბიზნეს ანალიტიკოსი ან გაიღრმავოს არსებული ცოდნა ბიზნეს ანალიზში.
უფრო ზუსტად, ვის შეუძლია კურსის გავლა:
- არსებულ ბიზნეს ანალიტიკოსებს (junior & intermediate level), რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ თავიანთი უნარები, ცოდნა და ტექნიკები ბიზნეს ანალიზის დარგში;
- პროექტის მენეჯერების, პროდუქტის მფლობელების და სხვა პროფესიონალებს, რომლებიც ინტერესდებიან ბიზნეს ანალიტიკოსის როლითა და მათ მიერ გამოყენებული ტექნიკებით;
- მომავალ ბიზნეს ანალიტიკოსებს, რომლებსაც სურთ მუშაობა დაიწყონ IT სფეროში;
- ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს უფრო ღრმად ესმოდეს, თუ როგორ შეუძლია ბიზნეს ანალიზის პრაქტიკას დაეხმაროს მათ წარმატებული IT პროექტების განხორციელებაში.
პროგრამის შინაარსი და სტრუქტურა
- ბიზნესის ანალიზის საფუძვლები;
- ბიზნესის ანალიზის უპირატესობები;
- ვინ არის ბიზნეს ანალიტიკოსი;
- ბიზნეს ანალიტიკოსის როლი და პასუხისმგებლობები;
- ბიზნეს ანალიზის გამოწვევები;
- ბიზნესის ანალიტიკოსისთვის საჭირო უნარები;
- ბიზნესის ანალიზის ძირითადი კონცეფციის მოდელი;
- ბიზნეს ანალიზის პროცესების მართვა;
- სტრატეგიის განმარტება (შიდა და გარე ანალიზი);
- მოთხოვნების შემუშავება და კლასიფიკაცია;
- Ძირითადი ხელსაწყოები და ტექნიკები რომლებიც სჭირდება ბიზნეს ანალიტიკოს;
- ამოცანის გადაჭრის გზების შეფასება და ოპტიმიზაცია;
კურსის ძირითადი შედეგები
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:
სწორად განსაზღვრონ და გააანალიზონ ბიზნეს საჭიროებები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
შექმნან სტრუქტურირებული და გასაგები მოთხოვნები;
იყვნენ ეფექტიანი შუამავლები ბიზნესსა და IT გუნდებს შორის;
გამოიყენონ პრაქტიკული ინსტრუმენტები ანალიზისა და კომუნიკაციისთვის.