/>
Logo

ჩვენ შესახებ


About Us Image

Empowering

the Change


ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა.


ძირითადი ფოკუსი განვითარებად ქვეყნებზე გვაქვს, რადგან კარგად გვესმის მათი პრობლემები და ნათლად ვხედავთ იქ არსებულ უზარმაზარ პოტენციალს. 3 კონტინენტზე, 30-ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.


ჩვენი ხედვა

ჩვენ გვინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც ყველა ქვეყანა განვითარებული, ხოლო ცხოვრების ხარისხი თანაბრად მაღალია. გვჯერა განვითარებადი ქვეყნების პოტენციალის და სწორედ ამ პოტეცნიალის რეალიზაციის მხარდაჭერაში ვხედავთ ეისითის მთავარ როლს.

ჩვენი კლიენტები მომავლის ლიდერები არიან, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ საკუთარი თავი და სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ: შექმნან უკეთესი პროდუქტი თუ სერვისი, რომელიც ადამიანების მნიშვნელოვან საჭიროებებს დააკმაყოფილებს; ებრძოლონ სიღარიბეს, უზრუნველყონ სოციალური თანასწორობა და თავისუფლება, მისცენ მათ უკეთესი არჩევანი.

ჩვენი მისია კლიენტებისთვის ამ სასიკეთო ცვლილებების ძალის - ცოდნის, იდეებისა და ინსპირაციის - მიცემაა. 

ჩვენი კულტურა

ჩვენი ფასეულობები ყოველდღიური ორიენტირებია, რომელიც გვაძლევს მიმართულებას და ენერგიას საქმიანობაში, ჩვენი მისიის საუკეთესოდ შესრულებისთვის.

სიყვარული და მხარდაჭერა

გვჯერა, რომ სიყვარულსა და მხარდაჭერას ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს. კოლაბორაცია, პარტნიორობა, თანაშექმნა, ერთმანეთის პიროვნული თუ პროფესიული მხარდაჭერა - ჩვენი გუნდის სამუშაო პრინციპებია. ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე, ერთმანეთი, ჩვენი კლიენტი და გარემო რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. სწორედ ეს გვაძლევს ენერგიას, რომ გავხდეთ ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების საუკეთესო მხარდამჭერები, და მივცეთ მათ სასიკეთო ცვლილებების ძალა.

შემოქმედებითობა

შემოქმედებითი მიდგომა საქმისადმი - საინტერესო იდეები, საკითხის ახალ ჭრილში დანახვა და ინოვაციური გადაწყვეტები - გვეხმარება ჩვენი მისიის საუკეთესოდ შესრულებაში. ჩვენი რწმენით, სამყარო სავსეა ნებისმიერი იდეის განხორციელებისთვის საჭირო რესურსებითა და შესაძლებლობებით, ხოლო შემოქმედებითობა მათ დანახვასა და ათვისებაში გვეხმარება. სწორედ ამიტომ კრეატულობა, ოპტიმიზმი და ხალისი, ჩვენს ყოველდღიურობად და სამუშაო პროცესის ნაწილად ვაქციეთ.

ეფექტიანობა

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი შრომა შედეგით ფასდება. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ყველა ჩვენი ქმედება ეფექტიანი უნდა იყოს, ხოლო შრომა - ხელშესახები და სასარგებლო შედეგის მომტანი - კლიენტისთვის, საზოგადოებისთვის და ჩვენთვის. ჩვენი მისიაც სწორედ ეს არის - დავეხმაროთ კლიენტებსა და პარტნიორებს ყველაზე ეფექტიანი გზებით მაქსიმალური შედეგების შექმნასა და დიდი, სასიკეთო ცვლილებების განხორციელებაში.

განვითარება

ჩვენი რწმენით, თუ არ არის პროგრესი, იწყება რეგრესი. სწორედ ამიტომ, არასდროს ვჩერდებით, მუდმივად ვანახლებთ ცოდნას და ვზრუნავთ ჩვენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენი კომპეტენციების გამოყენებით, ასევე შეგვაქვს წვლილი ჩვენი კლიენტების და პარტნიორების - მომავლის ლიდერებისა და ორგანიზაციების - განვითარებასა და გაძლიერებაში.

ჩვენი შესაძლებლობები

ჩვენი აზრით მომავლის ლიდერებისა და ორგანიზაციების ყველაზე დიდი ძალა ცოდნაა. ამასთანავე, ეისითიში გვჯერა, რომ ცოდნა ცვლილებების ძალად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ იცი მისი გამოყენება. სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენს განსაკუთრებულ როლს - შეგვიძლია ცოდნა - მონაცემები, იდეები, კომპეტენციები - ორგანიზაციების ყველაზე მძლავრ იარაღად ვაქციოთ და ამით მივცეთ მათ პრაქტიკული ქმედებების ბიძგი და დიდი მიღწევებისთვის საჭირო ინსპირაცია.

ჩვენი სიძლიერე, რითიც ჩვენი კლიენტებისა და პარტნიორების მხარდაჭერას ვემსახურებით, შემდეგია:

  • მონაცემთა მოპოვება, ძლიერი ანალიტიკა და მონაცემებზე დაფუძნებული ინსაიტები;
  • ლიდერებისა და ორგანიზაციების ტრანსფორმაციის უნიკალური მიდგომები და კომპეტენციები;
  • ეფექტური სტრატეგიებისა და პოლიტიკების შემუშავების ექსპერტიზა;
  • ინოვაციური და პრაქტიკული გადაწყვეტები;
  • კერძო და საჯარო სექტორის სპეციფიკის ცოდნა;
  • მასშტაბური ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების მართვის რესურსები და გამოცდილება;
  • განვითარებადი ქვეყნების სპეციფიკის ცოდნა და მუშაობის გამოცდილება.


დღეს ეისითიში ოთხი ბიზნეს-მიმართულებაა და თითოეული მათგანი განსაკუთრებულ ფასეულობას ქმნის ჩვენი კლიენტებისთვის:

მენეჯმენტ-კონსალტინგი

რომელიც ორგანიზაციებს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების მხარდაჭერას სთავაზობს. ეს მიმართულება კონცენტრირებულია მომავლის ლიდერებისა და ორგანიზაციების ტრანსფორმაციასა და გაძლიერებაზე.

დეველოპმენტ კონსალტინგი

რომელიც განვითარების პროექტებზე მუშაობს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, დონორებთან, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებთან და სოციალურ პარტნიორებთან. ამ თანამშრომლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებისა და მნიშვნელოვანი პოზიტიური სოციო-ეკონომიკური ზეგავლენების მხარდაჭერაა.

ეისითი კვლევა 

რომლის მთავარი ექსპერტიზაც მარკეტინგული და სოციოლოგიური კვლევებია და მიზნად ისახავს კლიენტისთვის ზუსტი მონაცემების, სამომხმარებლო ინსაიტებისა და საზოგადოებრივი აზრის მიწოდებას.

ეისითი ინსტიტუტი 

რომელიც პრაქტიკულ და ტრანსფორმაციულ ბიზნეს განათლებას სთავაზობს მის კლიენტებს, პარტნიორებსა და უწყვეტი განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს.


CSR

ეისითისთვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ბიზნესის პასუხისმგებლობას არ ნიშნავს — ის ასახავს ჩვენს მისწრაფებას,  მოვახდინოთ მდგრადი პოზიტიური ზეგავლენა ლიდერებზე, ორგანიზაციებსა და საზოგადოებაზე. ჩვენი CSR სტრატეგია ეფუძნება ორგანიზაციულ ღირებულებებს და ეხმიანება ჩვენს მისიას — მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების ხელშეწყობა, რომლებიც ზრდიან და ავითარებენ ორგანიზაციებს და საზოგადოებას.  

სხვადასხვა ინიციატივების მეშვეობით, ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ის ჯგუფები, რომლებსაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ, ხელი შევუწყოთ ახალ თაობას და გავაძლიეროთ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემა რეგიონში. 

ქალთა გაძლიერება

ჩვენ პირველი პრიორიტეტი CSR სტრატეგიაში გენდერული თანასწორობის გაძლიერებაა — ცოდნის, უნარების და პროფესიული კავშირების მეშვეობით. ეისითი არის 100%-ით ქალების საკუთრებაში არსებული კომპანია, სადაც მენეჯმენტის დონეზეც ქალები დომინირებენ. სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ღრმად გვესმის იმ გამოწვევების, რომლებსაც ქალები აწყდებიან კარიერულ წინსვლასა და ბიზნესის განვითარებაში. ეს გაგება გვაძლევს მოტივაციას, ვიყოთ ცვლილების კატალიზატორები. ორგანიზაციის შიგნით ვქმნით მხარდამჭერ და მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას და ცხოვრების ბალანსის დაცვას. ამავდროულად, ვუჭერთ მხარს ინიციატივებს, რომლებიც ზრდის ქალთა წვდომას პროფესიულ ქსელებსა და სწავლის შესაძლებლობებზე.

ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერა

ეისითის სჯერა, რომ მომავალი ეკუთვნის მოტივირებულ, განათლებულ და ღირებულებებზე ორიენტირებულ ახალ თაობას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუწევთ ხელშეწყობას ახალგაზრდებს სტიპენდიების, სტაჟირების პროგრამების, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების და მენტორობის საშუალებით. ჩვენი მიზანია, გავაერთიანოთ თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკასთან და შევქმნათ სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და პროფესიული გზის ჩამოყალიბებას.

სოციალური საწარმოების გაძლიერება

ჩვენ ვუჭერთ მხარს სოციალურ მეწარმეებს, რათა მათ შეძლონ მდგრადი და მასშტაბირებადი ბიზნესების შექმნა, რომლებიც რეალურ გავლენას ახდენს ადამიანებზე და გარემოზე. კონსულტაციების, კვლევითი მხარდაჭერისა და ცოდნის გაზიარების გზით, მათ ვეხმარებით სიცოცხლისუნარიანი სტრატეგიების შემუშავებაში. მტკიცედ გვჯერა, რომ ძლიერი სოციალური საწარმოები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოზიტიური ცვლილებების წახალისებაში და ჩვენ ვამაყობთ, რომ მათი წარმატების ნაწილნი ვართ. 

მდგრადი ცვლილებებისთვის

ეისითი გლობალის CSR საქმიანობა ეფუძნება საერთო პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი გავლენის რწმენას. ქალთა გაძლიერებით, ახალგაზრდების მხარდაჭერითა და სოციალური მეწარმეების განვითარებით, ჩვენ წვლილი შეგვაქვს უფრო ინკლუზიური, ინოვაციური და სამართლიანი საზოგადოების შექმნაში.