/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN ძიება
Logo
  • ჩვენი ექსპერტიზა
  • ინსაიტები
  • ღონისძიებები
  • პროექტები
  • ჩვენ შესახებ
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
  • ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
Logo
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
ინსაიტები
ღონისძიებები
პროექტები
ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
ACT Logo
Start search
ქეთევან ანთაძე
6 აგვისტო, 2025

ფულადი სოციალური დახმარების სისტემის ევოლუცია საქართველოში

21-ე საუკუნე პროგრესსა და ცვლილებებთან ერთად სოციალური ტრანსფორმაციის ეპოქასაც წარმოადგენს, რომელშიც სოციალური დაცვის სისტემები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანების იმ სოციალური რისკებისგან დაცვის თვალსაზრისით, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში აწყდებიან. ქვეყნები სოციალური დაცვის ქვეშ სხვადასხვა სახის პროგრამებისა და სერვისების ერთობლიობას მოიაზრებენ. ეს შეიძლება იყოს ფულადი, საგანმანათლებლო, მატერიალური დახმარების ან მომსახურების მიმწოდებელი პროგრამები, რომლებიც საზოგადოებაში უთანასწორობის შემცირებას და სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში ადამიანების გარკვეული შოკებისგან დაცვას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში არსებული სოციალური დაცვის სისტემა იმ პროგრამების ერთობლიობას მოიაზრებს, რომლებიც ფულად გადარიცხვებს, მატერიალურ დახმარებასა (მაგ. კვების ვაუჩერები, შშმ პირებისთვის დამხმარე საშუალებები) და მიზნობრივ ჯგუფებზე ორიენტირებულ სერვისებს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დაცვის სფერო მრავალფეროვანია, მოცემული სტატია ფულადი დახმარების გამცემ სერვისებსა და პროგრამებზე ამახვილებს ყურადღებას.

დამოუკიდებლობიდან დღემდე საქართველომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. გამომდინარე იქედან, რომ სოციალური სისტემები პირდაპირ დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და დაგროვებულ შემოსავლებზე, წლების განმავლობაში აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა სოციალური სისტემების ფორმირებასა და მის ტრანსფორმაციაზე. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას თუ გადახედავთ, სოციალურმა სისტემამ განვითარების დიდი გზა განვლო და ერთიანობაში შესაძლებელია ძირითადი განვითარების ეტაპების იდენტიფიცირება.

I ეტაპი - პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების კოლაფსი 

1990-იან წლებში მომხდარი სისტემური ცვლილებები ქვეყნისათვის მტკივნეული იყო და ამ ტენდენციიდან გამონაკლისს არც სოციალური სისტემა წარმოადგენდა. ეკონომიკური დესტაბილიზაციისა და კოლაფსის შედეგად, ორი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სოციალური დაცვის სისტემის მიმართულებით:

  • შემცირდა საპენსიო დანახარჯები - შემცირდა პენსიონერებისთვის ფულადი გადარიცხვები. ასევე, გაიზარდა საპენსიო ასაკი 65 წლამდე მამაკაცებისთვის და 60 წლამდე ქალებისთვის (მანამდე საპენსიო ასაკი იყო 60 წელი მამაკაცებისთვის და 55 წელი ქალებისთვის).
  • გართულდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების მიღების კრიტერიუმები.[1]

II ეტაპი - ფინანსური დახმარების სოციალური პროგრამების რაოდენობრივი და შინაარსობრივი გამრავალფეროვნება 

სოციალური დაცვის სისტემაში ცვლილებების ახალი ეტაპი 2003 წლიდან დაიწყო. ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად, ეტაპობრივად შემცირდა არაფორმალური დასაქმების ბაზარი და გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლები, რამაც დამატებითი შესაძლებლობები შექმნა სოციალური დაცვის სისტემაში ცვლილებების განხორციელების მხრივ. თუ 2003 წლამდე ტენდენციები სოციალური დანახარჯების შემცირებით ხასიათდებოდა, 2003 წლიდან დაიწყო სოციალურ დაცვასა და პროგრამებზე დანახარჯების ზრდა, პროგრამების შინაარსობრივი და რაოდენობრივი გამრავალფეროვნება, და მათი გეოგრაფიული დაფარვის არეალის ზრდა, რომელიც დღემდე გრძელდება. ცვლილებებს შორის აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ:

  • საქართველოს პარლამენტმა 2005 წელს მიიღო საქართველოს კანონო სახელმწიფო პენსიების შესახებ, რომლის საშუალებითაც შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემა გაუქმდა და ის გადასახადებით დაფინანსებული საპენსიო სისტემით ჩანაცვლდა, რომელიც უნივერსალური ხასიათის იყო და ყველა პენსიონერზე ერთი მოცულობის დახმარებას გასცემდა. ამასთან, 84 სხვადასხვა სახის პენსია 4 ძირითად კატეგორიაში გაერთიანდა, ეს გახლავთ: ხანდაზმულთა, შშმ პირთა, გადარჩენილთა და საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა.[2]
  • 2006 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ამოქმედება, რომლის გაცემის საფუძველი ოჯახის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულები გახლდათ (Proxy Means Test). 2015 წელს ამ პროგრამას ასევე დაემატა, ბავშვთა სარგებლის დახმარება მიზნობრივი სოციალური დაცვის პროგრამის ფარგლებში.[3] მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზა შეიქმნა, სადაც ოჯახის სარეიტინგო ქულა მოწყვლადობის დონეზე მიუთითებს, რაც უფრო დაბალია ქულა, მით უფრო მაღალია ოჯახში მოწყვლადობის დონე. აღსანიშნავია, რომ პირველადად შემუშავებულმა ოჯახის შეფასების მეთოდოლოგიამ წლების განმავლობაში რეფორმირება განიცადა და მასში სხვადასხვა მოწყვლადობის კრიტერიუმი უფრო ინტეგრირდა - ის უფრო მორგებული გახდა ბავშვია ოჯახების მხარდაჭერა-გაძლიერებაზე. პროგრამის შეფასების მეთოდოლოგიის მიმართ გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, ის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისა და მოსახლეობის იდენტიფიცირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს საქართველოში. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის შეფასების შედეგები/ქულები სხვადასხვა ცენტრალურ თუ მუნიციპალურ პროგრამებში ჩართვის საფუძველიც კი შეიძლება იყოს.[4]
  • მართალია, მიზნობრივი სოციალური დახმარება და ხანდაზმულთა უნივერსალური პენსია ყველაზე ხშირად გამოყენებად და ასევე ყველაზე ცნობილ პროგრამებს წარმოადგენს საქართველოში, თუმცა ეტაპობრივად ქვეყნის სოციალურ დაცვაში გაჩნდა სხვადასხვა სახის კატეგორიული პროგრამები, რომლებიც მიზნობრივ ჯგუფებზე არიან ორიენტირებული. მაგალითად, 2015 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი მაღალმთიანი რეგიონის შესახებ, რომელიც კონკრეტულ დანამატებსა და შეღავათებს ითვალისწინებს შესაბამის რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.[5] 2014 წელს ასევე ამოქმედდა საქართველოს მთავრობის დადგენილება N418, რომლითაც ძალაში შევიდა დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა.[6]

III ეტაპი - კონტრიბუციაზე დაფუძნებული სოციალური სისტემის ინიცირება და განვითარება

2018 წელს სოციალური დაცვის სისტემების განვითარების ახალი საფეხური დაიწყო, რომელიც შენატანებზე დაფუძნებული მექანიზმების დანერგვას მოიაზრებს. აღნიშნული სისტემის ფარგლებში, საპენსიო სქემაში ჩართული მოქალაქეები საპენსიო ფონდში შენატანს ახორციელებენ ხელფასის 2%--ის ოდენობით. ხანდაზმულთა საყოველთაო პენსიაზე მზარდი დანახარჯების, დაბალი შობადობის, მოსახლეობის დაბერებისა და მიგრაციის ზრდადი ტენდენციების გათვალისწინებით, ახალი მოდელის ინიცირება ეფექტურ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. გარდა ამისა, ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ კონტრიბუციებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემები უფრო ეფექტურები არიან ხანდაზმულებისათვის უკეთესი საცხოვრებელი პირობების შექმნის თვალსაზრისით, ამასთანავე, ეს ამცირებს ამ მხრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დანახარჯებს, რაც ზრდის აღნიშნული რესურსებით სხვა პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობას.[7]

სოციალური დაცვა მრავალწახნაგოვანი სფეროა, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის გაძლიერებას და მათ სოციალური რისკებისგან დაცვას მოიაზრებს მხარდამჭერი ინსტრუმენტების გამოყენებით. თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში სოციალური დაცვის არსი იგივე რჩება, თუმცა იცვლება გარემოებები, კონტექსტი, გამოწვევები და მიდგომები, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს მოსახლეობის და განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების გასაძლიერებლად ან გარკვეული სოციალური თუ დემოგრაფიული ცვლილებების სტიმულირებისათვის. 

დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში ფულადი დახმარების გამცემი სხვადასხვა პროგრამაა დანერგილი და სხვა მიზნობრივი პროგრამებიც ფუნქციონირებს. თუ მხოლოდ ფულად დახმარებებზე ვკონცენტრირდებით უნდა აღინიშნოს, რომ ერთადერთი კომპონენტი, რომელიც სოციალური დაცვის ქართული მოდელისთვის უცნობია - უმუშევრობის შეღავათები/დაზღვევაა, რომელიც სამუშაო ასაკის ადამიანების საჭიროებებზე მორგებულ სოციალური დაცვის პროგრამას წარმოადგენს. დღევანდელი მოცემულობით, ამ ასაკობრივ ჯგუფზე მორგებულ ერთადერთ სოციალური დაცვის პროგრამას მხოლოდ დეკრეტული შვებულება წარმოადგენს. უმუშევრობის შეღავათების გაცემის ერთადერთ პრეცენდენტი საქართველოში კოვიდ-პანდემიის პერიოდში ფიქსირდება, როდესაც უმუშევრად დარჩენილი პირები სახელმწიფოსგან შეღავათს 6 თვის განმავლობაში იღებდნენ. ევროპული პრაქტიკა აჩვენებს, რომ უმუშევრობის შეღავათები თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვანი სტაბილიზატორია, რადგან კრიზისის დროს მოთხოვნაზე დანაკარგს ის მთლიანად ანაზღაურებს. [1] ასევე, ეს გახლავთ პრევენციული სოციალური დაცვის პროგრამა, რისი დეფიციტიც სოციალური დაცვის ქართულ სისტემაში ძალიან შესამჩნევია. უმუშევრობის დაზღვევის ფუნქციური სისტემა ერთგვარ პრევენციულ პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ეხმარება უმუშევრად მყოფ ადამიანებს, რომ არ აღმოჩნდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა, ჰქონდეთ გამოწვევების დაბალანსების და ხელახლა დასაქმების სტიმული და მოტივაცია. 

ევროპულ სისტემებში უმუშევრობის დაზღვევის/შეღავათების სისტემა ქმნის ფონდს შენატანებისთვის, სადაც კონტრიბუციას ახორციელებენ, როგორც დამსაქმებლები, ისე დასაქმებულები. უმუშევრად დარჩენილი პირები ფონდიდან იღებენ დახმარებას შეზღუდული დროის განმავლობაში. დახმარების მოცულობა დამოკიდებულია ინდივიდის მიერ ბოლო სამსახურში აღებულ ხელფასსა და მის მიერ ფონდში გაკეთებული შენატანის მოცულობაზე, ხოლო დახმარების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ქვეყანაში სისტემის მოწყობაზე - თითოეული ქვეყანა განსხვავებული ხანგრძლივობით გასცემს უმუშევრობის დაზღვევას/დახმარებას. ქართული რეალობიდან გამომდინარე, უმუშევრობის შეღავათების დანერგვა შესაძლებელია მნიშვნელოვანი პრევენციული მექანიზმი გახდეს, რომელიც ხელს შეუწყობს სიღარიბის ზრდის შეფერხებას და განსაკუთრებით სამუშაო ასაკის მოსახლეობის დაცვას კრიზისულ პირობებში. თუმცა ასეთი სისტემის ამოქმედებას მნიშვნელოვანი წინაპირობები და სირთულეები ახლავს. მათი შორის აღსანიშნავია: ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონე, არაფორმალური დასაქმების მასშტაბურობა და უმუშევრობის ხანგრძლივობა, რაც მნიშვნელოვან გამოწვევებთან იქნება დაკავშირებული პროგრამის ეფექტიანი დანერგვის გზაზე. გარდა ამისა, უმუშევრობის შეღავათების გონივრული ამოქმედება საჭიროებს სოციალური დაცვის სისტემაში საგანმანათლებლო, გადამზადებისა და ქოუჩინგის კომპონენტების აქტიურ ინტეგრაციას, ასევე, ინსტიტუციური მოდელის განახლებას და ადაპტაციას, რათა სისტემამ რეალურად შეუწყოს ხელი მოქალაქეთა შრომის ბაზარზე დაბრუნებას და არა მხოლოდ კომპენსირებას.


[1] ESCAP, 2023, gv. 10

[2] International Social security Reviww, 2017, P. 56

[3] ESCAP, 2023, gv. 10

[4] ESCAP, 2023, gv. 10

[5] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2924386?publication=7

[6] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2382560?publication=0

[7] ბრიდრიხ ებერტის ფონდი, სოციალური დაცვა საქართველოში. გვერდი 5.

გაიგე მეტი

ყველას ნახვაarrow
ფულადი სოციალური დახმარების სისტემის ევოლუცია საქართველოში
რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის საკითხებში?
გაიგეთ მეტი arrow 31 ივლისი, 2025
ფულადი სოციალური დახმარების სისტემის ევოლუცია საქართველოში
ბრენდის ემპათიურობის სტრატეგიული ძალა
გაიგეთ მეტი arrow 16 ივლისი, 2025
ფულადი სოციალური დახმარების სისტემის ევოლუცია საქართველოში
სამი ინტელექტი - ჩვენი სამი საყრდენი
გაიგეთ მეტი arrow 26 ივნისი, 2025
ACT Logo
კომპანია კონტაქტი
Terms&Conditions Privacy
+995 32 2 422 322
Zurab Anjaparidze street 1
Terms&Conditions Privacy