/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ქართული კომპანიის საკონსულტაციო მომსახურებით აფრიკის კონტინენტზე ისარგებლებენ

ქართული კომპანიის საკონსულტაციო მომსახურებით აფრიკის კონტინენტზე ისარგებლებენ

„ეისითიმ“ პროექტის განხორციელება ტანზანიაში დაიწყო. პროექტი, რომლის დამკვეთიც VisionFund International–ია, ადგილობრივი ფერმერებისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აგროსესხების ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

საერთაშორისო ფონდი VisionFund International, გარდა აფრიკისა, პროექტებს ასევე აზიის, ლათინური ამერიკისა და ევროპის კონტინეტზეც ახორციელებს, სოფლის მეურნეობა კი მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. „ეისითი“-ს აგროსექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღნიშნული პროექტის განხორციელება „ეისითის“ გუნდმა მარტში დაიწყო, მისი დასრულება კი მაისის ბოლოსაა დაგეგმილი.

„პროექტის განხორციელება ტანზანიაში მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი კომპანიისთვის, რომლის მიზანია საქმიანობის გაფართოება საერთაშორისო ბაზრებზე. მართალია, ჩვენ უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ოფისებით ვართ წარმოდგენილები ბაქოსა და ალმაატაში, ასევე ვახორციელებთ პროექტებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, გვაქვს ცენტრალური ევროპის ქვეყნებში მუშაობის გამოცდილებაც, თუმცა აფრიკის კონტინენტზე პროექტის იმპლემენტაცია არის უნიკალური შესაძლებლობა გავეცნოთ ჩვენთვის სრულიად ახალ ბაზარს და აქტიურად შევთავაზოთ მათ ჩვენი კვლევითი თუ საკონსულტაციო სერვისები. ამ პროექტმა დაგვანახა, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს შანსი კიდევ უფრო გააფართოოს ინტელექტუალური კაპიტალის ექსპორტი საქართველოს მიერ ნაკლებად ათვისებულ აფრიკის ქვეყნებშიც.“ რუსუდან თელია, „ეისითის“ აღმასრულებელი დირექტორი.


„ეისითი“ 15 წელზე მეტია კვლევით და საკონსულტაციო ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი რეგიონალური ოფისები აზერბაიჯანში 2010 წლიდან, ყაზახეთში კი 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს, როგორც ბიზნესის, ასვე განვითარების პროექტების მიმართულებით.


გაიგე მეტი

ეისითი გლობალი უზბეკეთში ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარება
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი უზბეკეთში ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიზანია მწვანე და მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარება

ეისითი გლობალი უზბეკეთის მწვანე და ინკლუზიური განვითარების მხარდასაჭერად  ახალ პროექტს იწყებს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი უზბეკეთის მწვანე და ინკლუზიური განვითარების მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს

ეისითი გლობალის როლი PSP დაზღვევის ორგანიზაციისა და ბრენდის ტრანსფორმაციის პროცესში 
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალის როლი PSP დაზღვევის ორგანიზაციისა და ბრენდის ტრანსფორმაციის პროცესში