/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
თინათინ რუხაძე საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე  "Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs"

თინათინ რუხაძე საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე "Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs"

8 ნოემბერს, საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNA) და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის (WFUNA) საერთო კონფერენცია „The Partnership for Impact Tbilisi Conference: from Blueprints to Breakthroughs“გაიმართა.  

კონფერენცია სიტყვით გახსნეს გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა, Dr. შონ ჩენმა და აზიელ-ფილიპოს გაულანდრისმა. მათ ხაზი გაუსვეს კონფერენციის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ გლობალური პრობლემების გადაჭრა მხოლოდ მსგავსი მულტილიტერალური თანამშრომლობითაა შესაძლებელი. 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია "The Role of Partnerships in Advancing Gender Equality" , სადაც ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მრავალმხრივ ასპექტებზე.


პანელზე მთავარ მომხსენებლად მიწვეული იყო ეისითის დამფუძნებელი, ბიზნეს ლიდერი და მენეჯმენტ კონსულტანტი თინათინ რუხაძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე "From Self-Doubt to Success: Empowering Women."  თინათინ რუხაძემ წინ წამოწია ის გამოწვევები და საერთო ბარიერები, რომლებსაც ქალები ხშირად აწყდებიან.


პანელისტებმა ხაზი გაუსვეს გენდერული თანასწორობის როლს მსოფლიო კეთილდღეობისთვის. მათ ისაუბრეს ქალთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზეც, რაც, მათი თქმით, ჩამოაყალიბებს უფრო სტაბილურ საზოგადოებებს მსოფლიოში.  ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროს ძირითადი დოკუმენტების მნიშვნელობაზე, რომლებიც იცავენ ქალთა უფლებებს.



პანელისტების მხრიდან აქცენტი გაკეთდა ასევე ქალების მხარდაჭერის აუცილებლობაზე „შუშის ჭერის“ (glass ceiling) დასამსხვრევად და ყურადღება გამახვილდა ქალებისთვის ტექნოლოგიების შესწავლის მნიშვნელობაზე.


პანელის სპიკერები: სოფი ტორელი ქირონი, გაეროს ჟენევის გენერალური დირექტორატი; რეიჩელ ვესტონ ეშენბახერი, რეგიონული პოლიტიკის სპეციალისტი პოლიტიკური მონაწილეობისა და მმართველობის საკითხებში, გაეროს ქალთა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი; თინათინ რუხაძე, ACT-ის დამფუძნებელი, ბიზნეს ლიდერი და მენეჯმენტ კონსულტანტი; თამარა ზაქარიაძე, ლიბერთი ბანკის CSR-ის ხელმძღვანელი; ნინო ნანიტაშვილი, საქართველოს სტარტაპ პრე-აქსელერატორის თანადამფუძნებელი და მენტორი.


პანელს უძღვებოდა ნორვეგიის გაეროს ასოციაციის გენერალური მდივანი, კატარინა ბუ.

გაიგე მეტი

ეისითი გლობალი აძლიერებს უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობებს ESG ჩარჩოს შემუშავებისთვის
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი აძლიერებს უზბეკეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს შესაძლებლობებს ESG ჩარჩოს შემუშავებისთვის

ეისითი გლობალი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო ინვესტიციების პრაქტიკას
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი ხელს უწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული საჯარო ინვესტიციების პრაქტიკას

ეისითი გლობალი მხარს უჭერს საქართველოში ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური მასალების მიწოდებით
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი მხარს უჭერს საქართველოში ენერგოეფექტური საჯარო შესყიდვების განვითარებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიტიკური მასალების მიწოდებით