/>
Logo
უნარების განვითარების ახალი პროექტი ჩრდილოეთ მაკედონიაში — ACT Global ენერგეტიკულ სექტორს აძლიერებს

უნარების განვითარების ახალი პროექტი ჩრდილოეთ მაკედონიაში — ACT Global ენერგეტიკულ სექტორს აძლიერებს

ჩრდილოეთ მაკედონია მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს კვალიფიციური და მდგრადი ენერგიის მიმართულებით არსებული მუშახელის უნარების გაძლიერების მიმართულებით. ACT Global-მა და GPM Consulting-მა ერთობლივად დაიწყეს ახალი ტექნიკური მხარდაჭერის პროექტი, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის გადამცემ სისტემაში მომუშავე პერსონალის თანამედროვე უნარებით აღჭურვას, რათა მათ წარმატებით შეძლონ საქმიანობა მწვანე ეკონომიკაში. 

პროექტი თანხვედრაშია ჩრდილოეთ მაკედონიის ქვანახშირის გამოყენების შემცირების საინვესტიციო გეგმასა და სამართლიანი გარდაქმნის (just transition) სტრატეგიულ პრიორიტეტებთან. მისი ერთ-ერთი ელემენტია ოჰრიდში ახალი, MEPSO  სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც ენერგიის გადაცემის სექტორის პროფესიონალების ტექნიკური და ციფრული უნარების გაძლიერებას მოემსახურება. ცენტრი უზრუნველყოფს პრაქტიკულ ტრენინგებს განახლებადი ენერგიის ინტეგრაციაში, ქსელის მოდერნიზაციასა და მართვაში, SCADA სისტემების მუშაობასა და კიბერუსაფრთხოებაში – ინვრსტიციებს უნარებში, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის ენერგეტიკული გარდაქმნის პროცესისთვის. 

გასულ კვირას, ACT Global-ისა და GPM Consulting-ის გუნდებმა გამართეს მნიშვნელოვანი შეხვედრები სამთავრობო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, პროფესიული განათლების მიმწოდებლებთან და კერძო სექტორის დამსაქმებლებთან. შეხვედრები მიზნად ისახავდა კრიტიკულად საჭირო უნარების დეფიციტის იდენტიფიცირებას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ენერგო სექტორებს შორის შესაძლო თანამშრომლობის მექანიზმების მიმოხილვასა და პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის ინკლუზიური დიზაინის უზრუნველყოფას. 

ჩართულობის პროცესის ფარგლებში, პროექტის გუნდმა მოინახულა MEPSO-ს ობიექტები ოჰრიდში. ვიზიტის დროს მიღებული პირველადი ცოდნა დაეხმარება ტრენინგ პროგრამების დიზაინის ჩამოყალიბებას ისე, რომ ისინი მოერგოს გადამცემი სექტორის ცვალებად საჭიროებებს. 

მომდევნო თვეების განმავლობაში, პროექტი ფოკუსირებული იქნება ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე, პრაქტიკული სწავლის მოდელების დანერგვასა და ქვანახშირის მაღაროებისა და თბოელექტროსადგურების მუშაკების გადამზადების პროგრამების დაწყებაზე, რათა მათ შეძლონ განახლებადი ენერგიის სექტორში გადანაცვლება. ასევე განისაზღვრება სასწავლო ცენტრის გრძელვადიანი მდგრადობის მოდელი, რომლის მიზანია ცენტრის პოზიციონირება, როგორც რეგიონული ჰაბი ენერგო გადაცემის სექტორის უნარების განვითარების მიმართულებით დასავლეთ ბალკანეთში. 

ამ ინიციატივის ფარგლებში, ჩრდილოეთ მაკედონია ქმნის საფუძველს სამართლიანი ენერგეტიკული გარდაქმნისთვის – პროცესისთვის, რომელიც ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ მწვანე ეკონომიკაში მონაწილეობის უნარები, აძლიერებს ინდუსტრიულ კონკურენტუნარიანობას და მხარს უჭერს ეკონომიკურ ზრდას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ. 

გაიგე მეტი

"ეისითი გლობალი" სამართლიანი გადასვლის ვორქშოფზე ჩრდილოეთ მაკედონიაში
გაიგეთ მეტი

"ეისითი გლობალი" სამართლიანი გადასვლის ვორქშოფზე ჩრდილოეთ მაკედონიაში

ACT ინსტიტუტი ინტერაქციული ვორქშოფების სერიას იწყებს
გაიგეთ მეტი

ACT ინსტიტუტი ინტერაქციული ვორქშოფების სერიას იწყებს

ფასილიტაცია მენეჯერებისთვის 23 აპრილს იწყება – დარეგისტრირდით
გაიგეთ მეტი

ფასილიტაცია მენეჯერებისთვის 23 აპრილს იწყება – დარეგისტრირდით