/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
Expertise Image

Digital Wheel ®

Digital Wheel ®

შეაფასეთ თქვენი ორგანიზაციის ციფრული მზაობა და ჩამოაყალიბეთ სამოქმედო გეგმა ციფრული ტრანსფორმაციისთვის. 

ციფრული ტრანსფორმაცია გახდა ორგანიზაციის მდგრადი განვითარებისა და კონკურენტული უპირატესობის მნიშვნელოვანი წინაპირობა. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ტრანსფორმაციის ინიციატივების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აღწევს სასურველ შედეგს. ამის მთავარი მიზეზი არა ტექნოლოგიების ნაკლებობა, არამედ ორგანიზაციის არასაკმარისი მზაობაა ციფრული შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებისთვის.

Digital Wheel არის ACT Global-ის მიერ შექმნილი დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი, რომელიც ორგანიზაციის ციფრულ მზაობას აფასებს ობიექტურად და ქმნის ციფრული ტრანსფორმაციის სამოქმედო გეგმას, რომლის დახმარებითაც ტოპ მენეჯმენტს აქვს რეალისტური ხედვა ორგანიზაციის ციფრული განვითარების შესახებ და შესაბამისად განსაზღვრავს განვითარების პრიორიტეტებს.


რას უზრუნველყოფს Digital Wheel

Digital Wheel ორგანიზაციას აძლევს სიცხადეს, თუ სად იმყოფება დღეს და რა ნაბიჯებია საჭირო ციფრული ტრანსფორმაციისთვის. მისი გამოყენებით ორგანიზაციას საშუალება აქვს:

  • შეაფასოს ციფრული ინიციატივების შესაბამისობა ბიზნეს სტრატეგიასთან;
  • გამოავლინოს ტექნოლოგიური და ორგანიზაციული ბარიერები;
  • შეაფასოს თანამშრომლების მზაობა და ციფრული უნარები;
  • განსაზღვროს მონაცემთა მართვისა და IT ინფრასტრუქტურის ეფექტიანობა;
  • გამოავლინოს ოპერაციული პროცესების გაციფრულების შესაძლებლობები;
  • შექმნას ციფრული ტრანსფორმაციის მკაფიო და პრიორიტეტული Roadmap.


შეფასების 6 საკვანძო მიმართულება

Digital Wheel აფასებს ორგანიზაციის ციფრულ მზაობას ექვს ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებაში:

  • ციფრული სტრატეგია
  • ციფრული ლიდერობა და უნარები
  • მონაცემთა მართვა და უსაფრთხოება
  • IT და სისტემური ინფრასტრუქტურა
  • ოპერაციები და პროცესები
  • მომხმარებელთან ურთიერთქმედება და გამოცდილება

ეს მიმართულებები ერთობლივად განსაზღვრავს ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციის წარმატების საფუძველს.


მეთოდოლოგია

Digital Wheel ეფუძნება სტრუქტურირებულ, მრავალსაფეხურიან მიდგომას, რაც გულისხმობს:

  • ლიდერულ გუნდთან ინტერვიუები და სთეიქჰოლდერების შეფასება
  • ორგანიზაციის ციფრული მზაობის დიაგნოსტიკა და ანალიზი
  • არსებული სისტემების, მონაცემთა პრაქტიკისა და პროცესების შეფასება
  • სტრატეგიული ალაინმენტის ვორქშოპი
  • ციფრული ტრანსფორმაციის Roadmap-ის შექმნა


შედეგად:

Digital Wheel ორგანიზაციებს ეხმარება:

  • მკაფიოდ გაიგონ ციფრული მზაობის ამჟამინდელი მდგომარეობა;
  • გამოავლინონ ტრანსფორმაციის ძირითადი ბარიერები;
  • გააძლიერონ ციფრული ინიციატივების და ბიზნეს სტრატეგიის შესაბამისობა;
  • განსაზღვრონ პრიორიტეტული ნაბიჯები ციფრული ტრანსფორმაციისთვის;
  • შეამცირონ ტრანსფორმაციის რისკი და გაზარდონ წარმატების ალბათობა;
  • გაზარდონ ეფექტიანობა და გააუმჯობესონ მომხმარებლის გამოცდილება;

Digital Wheel-ის ინსტრუმენტი ორგანიზაციებს აძლევს შესაძლებლობას სწორი დიაგნოსტირების საფუძველზე შეაფასონ ორგანიზაციის ციფრულობის ხარისხი და განვითარების ხედვა - სამოქმედო გეგმით, შეთანხმებული მიმართულებითა და სწორად განსაზღვრული პრიორიტეტებით.


როგორ ვეხმარებით კლიენტებს