/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
Jane Smith

ანა ბურდული

უფროსი ეკონომისტი

ანა ბურდული ACT Global-ის უფროსი ეკონომისტია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური კვლევა, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ბაზრისა და სექტორული კვლევები, ასევე საერთაშორისო განვითარების და საკონსულტაციო პროექტები.

ანას გამოყენებით ეკონომიკურ კვლევებსა და კონსალტინგში რვა წელზე მეტი გამოცდილება აქვს. მისი ექსპერტიზა მოიცავს რაოდენობრივ ანალიზს, ეკონომიკურ მოდელირებას, ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზს, ზეგავლენის შეფასებას, ბაზრისა და ღირებულებათა ჯაჭვის კვლევას, ასევე პროექტებისა და გუნდების მართვას.

მას უმუშავია საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებთან და სხვადასხვა კლიენტთან საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, დასავლეთ ბალკანეთში, ცენტრალურ აზიასა და მეზობელ რეგიონებში. ანას ასევე აქვს აკადემიური და კვლევითი გამოცდილება ჩეხეთში, ესტონეთსა და ლიეტუვაში.

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ანა აქტიურად არის ჩართული აკადემიურ სფეროში და ამჟამად ISET-ში ასწავლის სამართალსა და ეკონომიკას და საჯარო ეკონომიკას.

ანა ფლობს რაოდენობრივი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს ტარტუს უნივერსიტეტიდან, ესტონეთი.