/>
Logo
ნინო კემულარია, ACT კვლევის აღმასრულებელი დირექტორი 30 UNDER 30 2024 წლის გამარჯვებულია ფინანსების კატეგორიაში

ნინო კემულარია, ACT კვლევის აღმასრულებელი დირექტორი 30 UNDER 30 2024 წლის გამარჯვებულია ფინანსების კატეგორიაში

ნინო კემულარია, ACT კვლევის აღმასრულებელი დირექტორი 30 UNDER 30 • Forbes Georgia 2024 წლის გამარჯვებულია ფინანსების კატეგორიაში. 


ნინო კემულარია ACT-ის გუნდს 2019 წელს შემოუერთდა, სადაც კარიერული თავგადასავალი ACT ჯგუფის ფინანსური მენეჯერის როლით დაიწყო. შემდეგ, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე გადაინაცვლა და მენეჯერულ ფუნქციებთან ერთად, მნიშვნელოვან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებშიც ჩაერთო.


2023 წლიდან, ნინო ACT-ის საოპერაციო დირექტორი გახდა და კომპანიის გაციფრულებასა და პროცესების ავტომატიზაციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. ხოლო 2024 წლიდან ნინო კემულარიამ ACT კვლევის  აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია დაიკავა და   „ACT კვლევის“  თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით განვითარებას ჩაუდგა სათავეში. 


პროფესიით ფინანსისტია. კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის შემდეგ, საფრანგეთში, გრენობლის მენეჯმენტის სკოლაში მოიპოვა MBA ხარისხი. „ACT კვლევის“ ხელმძღვანელობის პარალელურად, ნინო კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია და ბიზნესის სკოლის სტუდენტებს უზიარებს გამოცდილებას.


Explore more

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციებში - თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის ახალ ბიზნესკურსს  გაუძღვება
Читать Далее

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციებში - თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის ახალ ბიზნესკურსს გაუძღვება

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
Читать Далее

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
Читать Далее

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar