/>
Logo
ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციებში - თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის ახალ ბიზნესკურსს  გაუძღვება

ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციებში - თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის ახალ ბიზნესკურსს გაუძღვება




ACT Global-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, თინათინ რუხაძე საქართველოს ბანკის პლატფორმაზე  Businesscourse.ge  ახალ კურსს — ცვლილებების მნიშვნელობა ორგანიზაციაში გაუძღვება. 

კურსი ორგანიზაციისა და ლიდერების ტრანსფორმაციის მნიშვნელობას ეხება, ამასთან იგი მიმოიხილავს გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც ამ პროცესში შეიძლება წააწყდეთ. კურსის გავლის შემდეგ გაიგებთ, როგორ გარდაქმნათ ლიდერობის სტრესი ზრდის წყაროდ და რას ნიშნავს, იყო თანამედროვე ლიდერი.

“ბიზნესკურსში გიამბობთ, თუ რა გვაძლევს და რა გვართმევს ცვლილებების ძალას, რას ნიშნავს ორგანიზაციული ტრავმა, ან როგორ შეუძლია ბიზნეს ლიდერს, საკუთარი სტრესი გარდაქმნას ცვლილებების ენერგიად; როგორ შევცვალოთ მიკრომენეჯმენტი ეფექტური ლიდერობით; როგორ მოვიპოვოთ ტრანსფორმაციის გზები და როგორ განვავითაროთ კომპანია“, — ამბობს თინათინ რუხაძე.

საქართველოს ბანკის პლატფორმა Businesscourse.ge 2018 წლიდან აძლევს ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს განვითარების შესაძლებლობას. უკვე 60-მდე კურსით, პლატფორმა მოიცავს ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მართვისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. კურსები, რომლებიც ონლაინ ლექციების ფორმატშია განთავსებული, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია 24/7-ზე.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

Explore more

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს
Читать Далее

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობას ACT-ის უფროსი პარტნიორი, სოფო ჩაჩანიძე უხელმღვანელებს

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
Читать Далее

ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar

ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა
Читать Далее

ACT-ის პორტფელის ლიდებმა 2024 წლის მსოფლიო ურბანულ ფორუმში #WUF12 მიიღეს მონაწილეობა