ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
თბილისი
ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
28/05/2025
Полная занятость
Job Description
თუ ხარ ციფრული არხების სტრატეგიული მართვითა და ანალიტიკური მუშაობით გატაცებული, ერთდროულად შემოქმედებითი და მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომის მქონე პროფესიონალი - ეს შესაძლებლობა შენთვისაა. კვლევისა და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია ACT Global გეძებს, რათა შენი ცოდნა და ინოვაციური ხედვა გარდაქმნა შედეგიან ციფრულ კამპანიებად. აქ დაგხვდება განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი და შესაძლებლობა, იყო ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მრავალფეროვან, დინამიკურ გარემოში. როგორც ციფრული მარკეტერი, შენი მთავარი ამოცანა იქნება კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება, ციფრული არხების ერთიანი ეკოსისტემის შექმნა და ეფექტიანი მართვა.
პოზიცია: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი
სახელფასო განაკვეთი: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ბენეფიტები: ჰიბრიდული სამუშაო გარემო, ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება, ფიტპასი
სამუშაო ადგილი: თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის 1 შესახვევი, #4
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1 სთ შესვენებით)
რისი გაკეთება მოგიწევს?
- სტრატეგიული კომუნიკაციების გუნდის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტებისა და კამპანიების განხორციელებაში;
- მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, სეგმენტაცია და ანალიზი; მიღებული შედეგების საფუძველზე ციფრული კამპანიების დაგეგმვა;
- მედია არხებზე სარეკლამო მასალების განთავსება და მათი ეფექტიანობის შეფასება;
- კომპანიის ვებგვერდის კონტენტისა და სტრუქტურის მართვა, ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი დეველოპერებთან თანამშრომლობით;
- სოციალური მედიის კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Facebook, Youtube, LinkedIn, Instagram);
- ციფრულ პლატფორმებზე სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და შედეგების ანალიზი (Google Ads, Meta Ads და სხვა);
- SEO და SEM სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;
- ონლაინ ტრეფიკის და მომხმარებლის ქცევის ანალიზი Google Analytics და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით;
- ციფრული არხების შედეგების რეგულარული ანალიზი, რეპორტინგი და რეკომენდაციების შემუშავება;
- ბიუჯეტის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
- ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და შესაბამისი ინოვაციების ინტეგრირება სამუშაო პროცესებში;
რა ცოდნა და სამუშაო გამოცდილება დაგჭირდება?
- ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მონათესავე მიმართულებების ბაკალავრი და/ან სპეციალიზაცია ციფრულ მარკეტინგში.
- ციფრული ანალიტიკის და რეკლამის ძირითადი პლატფორმების ცოდნა (Google Ads, Meta Ads, Google Analytics და სხვა პლატფორმები; DV360 ჩაითვლება უპირატესობად)
- კონტენტ მარკეტინგის სტრატეგიები და პრაქტიკები
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამისი სპეციალიზაციის მიხედვით
რა უნარები დაგეხმარება შენი სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში?
- ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- მონაცემებთან მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და შედეგების საფუძვლიანად გაანალიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა და თვითორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის და ცოდნის გაზიარების კულტურა;
- ინოვაციური მიდგომა და ციფრული ტრენდების სწრაფად ათვისების უნარი;
- მრავალფუნქციურ გარემოში მუშაობის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.
ეისითი კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანიაა, რომელიც მომავლის ლიდერებსა და ორგანიზაციებს მხარს უჭერს და აძლიერებს მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის. ჩვენი განსაკუთრებული უნარი მონაცემების, იდეებისა და კომპეტენციების ღირებულ შედეგებში გარდაქმნაა. 3 კონტინენტზე, 30 -ზე მეტ ქვეყანაში ჩვენ მხარს ვუჭერთ კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებაში.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.act-global.com
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ასევე სასურველია მეილში ორი რეკომენდატორის გაზიარება.
გისურვებ წარმატებას!
კომპანია ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს და მხარს უჭერს სამუშაო ადგილზე თანასწორობის პრინციპს. გადაწყვეტილებები მიიღება აპლიკანტის კვალიფიკაციის საფუძველზე და არა რასის, კანის ფერის, ეროვნების, რელიგიის, სქესის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, სქესის იდენტურობის, ოჯახური მდგომარეობის ან სხვა კრიტერიუმების საფუძველზე, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს შრომის კოდექსში.
გაცნობებთ, რომ შპს "ეისითი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, მიმდინარე/სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია
კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.