EU4Green Recovery East-ის ცირკულარული ეკონომიკის კვლევა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს შეისწავლოს სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მცირე და საშუალო საწარმოებში ცირკულარული ეკონომიკის მიმართ ცნობიერება, დამოკიდებულებები და პრაქტიკა, ასევე გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ინტეგრირების დონე.
კვლევა უზრუნველყოფს ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობით მონაცემებს იმის შესახებ, თუ რამდენად ნერგავენ მცირე და საშუალო საწარმოები ცირკულარული ეკონომიკის პრინციპებს, რა გამოწვევებს აწყდებიან და რა შესაძლებლობებს ხედავენ ამ მიმართულებით. მიღებული შედეგები საფუძვლად დაედება მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავებას და ხელს შეუწყობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდასა და გარემოსდაცვითად მდგრად ეკონომიკურ განვითარებას წაახალისებს.
2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...
გაიგეთ მეტი
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თა...
გაიგეთ მეტი
სოფლად მცხოვრები თემების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს სოფლად მცხოვ...
გაიგეთ მეტი