ეისითის მმართველი პარტნიორი და განვითარების კონსალტინგის ლიდი, სოფო ჩაჩანიძე გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრად იქნა არჩეული.
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის წევრობა გულისხმობს:
- სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობას.
- ორგანიზაციის სამდივნოსა და ხელმძღვანელის საქმიანობის ზედამხედველობას.
- ზედამხედველობის გაწევას GCNG-ის მმართველობის, ხედვის, მისიის, სტრატეგიისა და ფინანსური მენეჯმენტის მიმართულებით.
- წესდების, წლიური სამუშაო გეგმისა და ფინანსური ანგარიშგების დამტკიცებას.
- GCNG-ის საერთო სტრატეგიის წარმართვას, მკაფიო და თანმიმდევრული პრიორიტეტების გათვალისწინებით.
- დროის დათმობას გამგეობის საქმიანობაში ჩართულობისთვის.
- კანონის დაცვასა და გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისთან და მის წევრებთან ანგარიშვალდებულებას გამგეობის წევრების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და განხორციელებული ქმედებებისთვის.