27 ივნისს ეისითიმ უმასპინძლა ღონისძიებას „HR Insights: ორგანიზაციული განვითარების ახალი ჰორიზონტები“, სადაც წარმოვადგინეთ ეისითის გუნდის მიერ შექმნილი ინოვაციური კვლევითი პროდუქტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ ბაზარზე წამყვანი HR და OD პროფესიონალები. ღონისძიების ფარგლებში მათ საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ეისითის გუნდის მიერ შექმნილ 4 ანალიტიკურ მოდელს, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ეისითის მრავალწლიან კვლევით-საკონსულტაციო პრაქტიკას ეფუძნება და ქართული ორგანიზაციებისთვის აქტუალურ გამოწვევებს ეხმიანება:
|
|
![]() |
![]() |
|
„საერთაშორისო კვლევითი ინდუსტრია საკმაოდ დინამიურია, მუდმივ ციფრულ და ინოვაციურ გადაწყვეტებს სთავაზობს მომხმარებელს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც მოხდეს ამ ტენდენციისთვის ფეხის აწყობა. შესაბამისად, ტექნოლოგიური განვითარება და ციფრული პროდუქტები ჩვენი გუნდის ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს. ეისითის გუნდმა შეიმუშავა ინოვაციური და ძალიან საინტერესო პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის. ჩვენი ღრმა რწმენით, ამ პროდუქტებს შეუძლია ერთი მხრივ გააძლიეროს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტები ინფორმაციითა და ინსაიტებით, მეორე მხრივ კი, წვლილი შეიტანოს ზოგადად კვლევითი ინდუსტრიის განვითარებაში.“ - ნინო ქერქაძე, ACT კვლევის პორტფოლიო ლიდი
|
ღონისძიება მიზნად ისახავდა დამსწრე პროფესიონალებს:
- მიეღოთ ინფორმაცია HR ანალიტიკის უახლესი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების შესახებ
- აღმოეჩინათ თუ როგორ შეუძლია მონაცემთა ბაზაზე დაფუძნებულ ინსაითებს გააუმჯობესოს HR პროცესები
- გაცნობოდნენ კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებენ მიიღონ გადაწყვეტილებები დამსაქმებლის ბრენდის გაძლიერების, ორგანიზაციაში თანამშრომელთა კეთილდღეობის გაზრდის, თანამშრომელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ციფრული ცნობიერების ამაღლების მიმართულებით
- და ამასთან ერთად დაკავშირებოდნენ ინდუსტრიის ექსპერტებს და გაეფართოვებინათ პროფესიული ნეთვორქი