20 დეკემბერს, ეისითიმ ორგანიზაციის წინაშე მენტალური ჯანმრთელობის და თანამშრომელთა ჩართულობის კუთხით არსებული გამოწვევების, მიგნებების და ტენდენციების შესახებ კვლევის შედეგები გააცნო კომპანიის HR, HC, OD მენეჯერებს და ბიზნესის წარმომადგენლებს.
კვლევა წარადგინეს ACT თანადამფუძნებელმა, ორგანიზაციის ფსიქოლოგმა და მენტალური ჯანმრთელობის კონსულტანტმა რუსუდან თელიამ და ეისითის მენეჯმენტ კონსულტანტმა, (OD, HC) თეონა კუპატაძემ.
-
გამოკითხულ ტოპ მენეჯერების 31% და შუა რგოლის მენეჯერების 42% არ გაუწევდა რეკომენდაციას თავის დამსაქმებელს;
-
3 გამოკითხულიდან 2-ს ბოლო ერთი თვის მანძილზე აქვს ნაკლები ენთუზიაზმი საქმის კეთებისას, სამსახურთან დაკავშირებული სტრესიდან გამომდინარე;
-
ასევე, 3 გამოკითხულიდან 2-ს ბოლო ერთი თვის მანძილზე აღენიშნებოდა გამოფიტვა, გადაწვა, სამსახურთან დაკავშირებული სტრესიდან გამომდინარე;
ეისითის მიერ ორგანიზაციებში დასაქმებულთა ჩართულობის და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ კვლევა განხორციელდა 13 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის პერიოდში. კვლევა ჩატარდა ონლაინ გამოკითხვით და მასში მონაწილეობა მიიღო 587 -მა დასაქმებულმა.