
Мариам Сакеваришвили
Лид Социальных и Политических Исследований
მარიამ საყევარიშვილი არის სოციალური და ბიზნესის მკვლევარი 17 წლიანი გამოცდილებით. მისი პროფესიული გამოცდილება საქართველოს გარდა მოიცავს კვლევით პროექტებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, უკრაინაში, ბელარუსში, მოლდოვაში, ასევე აფრიკაში - ტანზანიაში. მას ნამუშევარი აქვს კვლევითი და საკონსულტაციო კომპანია „ეისითის“ თბილისის და ბაქოს ოფისებში.
მარიამ საყევარიშვილს აქვს კვლევის გამოცდილება სხვადასხვა სექტორებში, როგორებიც არის: პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, მიგრაცია, გენდერული კვლევები, სასამართლო/მართლმსაჯულება, განათლება და სხვა. ის ჩართულია როგორც პროექტის დიზაინის დაგეგმვის ეტაპზე, ასევე ინფორმაციის შეგროვების პროცესში (როგორც პროფესიონალი მოდერატორი და ქოუჩი) და მონაცემთა დამუშავება-ანგარიშგების საფეხურზე. მარიამ საყევარიშილი არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც ლექციებს კითხულობს კვლევის თვისებრივ მეთოდებში. აქვს სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხი.
Articles
View all

