/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალი აძლიერებს ცირკულარული ეკონომიკის ეკოსისტემას სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში

ეისითი გლობალი აძლიერებს ცირკულარული ეკონომიკის ეკოსისტემას სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში

ეისითი გლობალმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ახალი სტრატეგიული პროექტი დაიწყო. ინიციატივა ხორციელდება EU4Green Recovery East პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს წრიული ეკონომიკის გარემოს სიღრმისეულ ანალიზს სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაში.

აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს წრიული ეკონომიკის გარემოს კომპლექსურ შესწავლას, რაც გულისხმობს სახელმწიფო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, ბიზნეს ასოციაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესებისა და გავლენის დონის შეფასებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

პროექტის ფარგლებში მომზადდება დეტალური ანალიტიკური ანგარიშები და შეიქმნება დაინტერესებული მხარეების ინტერაქტიული რუკა, რაც პოლიტიკის შემქმნელებსა და პარტნიორებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მთავარი ინსტრუმენტი გახდება. აღნიშნული დაეფუძნება თვისებრივი მონაცემების მოგროვებასა და მის ჩაღრმავებულ ანალიზს.

პროექტის წარმატებით განხორციელების შედეგად ეისითი გლობალი უზრუნველყოფს პროექტის სამიზნე ქვეყნებში ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივების მხარდაჭერასა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას.


გაიგე მეტი

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს
გაიგეთ მეტი

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს