/>
Logo
კვლევითი ინდიკატორების მონიტორინგი

კვლევითი ინდიკატორების მონიტორინგი

კვლევითი ინდიკატორების მონიტორინგი, მარკეტერს სამუშაო გეგმის შედგენისა და მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად საჭირო აუცილებელ, გამოყენებად მონაცემებს აწვდის. ბიზნეს ინდიკატორები მარკეტერების მუშაობის და მარკეტინგულ კამპანიებზე გაწეული დანახარჯების ეფექტიანობის შეფასების აპრობირებული ინსტრუმენტია.


კვლევითი ინდიკატორების მონიტორინგით შეძლებთ:


  • გრძნობდეთ ბრენდის მაჩვენებლების პულსაციას და შეაფასოთ მისი ამჟამინდელი პოზიციები
  • გააუმჯობესოთ ბრენდის პოზიციები კონკურენტების მაჩვენებლებთან შედარებისა და არსებული კონკურენტული ნაკლოვანებების აღმოჩენის გზით
  • შეაფასოთ უკვე განხორციელებული მარკეტინგული აქტივობების და დანახარჯების ეფექტიანობა. შესაბამისად, მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით უკეთესად დაგეგმონ სამომავლო სტრატეგიები


ეისითი კომპანიებს სთავაზობს ბიზნეს მაჩვენებლების სწრაფ და მარტივ გაზომვას საერთაშორისო და ეისითის მიერ შემუშავებული ინდექსების მიხედვით. მონიტორინგის რეგულარობა განისაზღვრება პროდუქტის / ბრენდის თავისებურებების გათვალისწინებით.


აღნიშნული პროდუქტის ფარგლებში ეისითი ახდენს შემდეგი ბიზნეს ინდიკატორების მონიტორინგს:



კატეგორიის/ ბრენდის პენეტრაცია (შეღწევა, შესვლა) ბაზარზე



პოზიტიური განწყობის ინდექსი









სამომხმარებლო წილები



ბრენდის ჯანმრთელობის ინდექსი









ცნობადობის ინდექსი



საკომუნიკაციო არხების ეფექტურობის ინდექსი









მოხმარების ინდექსი



მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ინდექსი









მომხმარებელთა კმაყოფილების და ლოიალობის ინდექსები [NPS; CSI]




გაიგე მეტი