/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
ეისითი გლობალი პარასპორტის ევროპულ ეკოსისტემას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზით აძლირებს

ეისითი გლობალი პარასპორტის ევროპულ ეკოსისტემას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ანალიზით აძლირებს

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროქტის "სპორტი ყველასთვის" ფარგლებში, ეისითი გლობალის კვლევამ სისტემური რეფორმებისთვის საჭირო მონაცემები მოამზადა.

ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „სპორტი ყველასთვის“დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც 2026 წლის 23-24 ივნისს სტრასბურგში, ევროსაბჭოს Agora Palais-ში გაიმართა, ეისითი გლობალის უფროსმა კონსულტანტმა, მარიკა მხეიძემ პარასპორტის სისტემებისა და პრაქტიკის შედარებითი ანალიზი წარადგინა. ღონისძიებას ევროსაბჭოს, ევროკავშირის, საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები და რვა ქვეყნის პარასპორტის ექსპერტები ესწრებოდნენ.

ეისითი გლობალის ჯგუფმა პროექტზე მუშაობა 2026 წლის დასაწყისში დაიწყო. ამოცანა მარტივი არ იყო: სომხეთში, კვიპროსში, საბერძნეთში, ირლანდიაში, სერბეთში, პორტუგალიაში, თურქეთსა და უკრაინაში არსებული, ფრაგმენტული გამოცდილება ერთ მყარ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ეკოსისტემად უნდა შეკრულიყო. საქმიანობის ფარგლებში, გუნდმა ჩაატარა 30-ზე მეტი სიღრმისეული ინტერვიუ დარგის ექსპერტებთან, ეროვნული პარალიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებთან. ანალიზისთვის დამუშავდა 50-ზე მეტი სამართლებრივი და საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი,

ეისითი გლობალის ჰოლისტური მეთოდოლოგის გამოყენებით, ზოგადი მიმოხილვის ნაცვლად, სიღრმისეულად გაანალიზდა პარასპორტის ეკოსისტემის თითოეული ნაწილი, იქნებოდა ეს მმართველობის მოდელები თუ გენდერული და სოციო-ეკონომიკური ბარიერები. ეისითი გლობალის გუნდმა გააანალიზა სრული სურათი და მისი ცალკეული ელემენტები, რამაც პრაქტიკული რეკომენდაციების შექმნის წინაპირობა შექმნა. შედეგად, გადაწყვეტილების მიმღებ პირებისთვის ცხადი გახდა არა მხოლოდ დიაგნოზი, არამედ პოლიტიკის დანერგვის მიდგომები. განისაზღვრა მოქმედების პრაქტიკული ინსტრუმენტები სია, რომელთა შორისაა დაფინანსების ფორმულები, მონიტორინგის გამჭვირვალე სისტემები და ინსტიტუციურად გამყარებული სამოქმედო გეგმები

როგორც მარიკა მხეიძე განმარტავს, კვლევა მთლიანად ვალიდირებულია დარგის ექსპერტებთან და უწყებებთან: „ჩვენი მეთოდოლოგია ლოკალური საჭიროებების წინ წამოწევას ეფუძნებოდა. მხოლოდ ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი იმეთი გზამკვლევის შექმნა, რომელიც რეალურ ცვლილებებს მოიტანს.”

კვლევის შედეგები უკვე იქცა საფუძვლად შემდგომი ნაბიჯებისთვის: ევროსაბჭოს დაკვეთით, უკვე ჩატარდა ტრენინგების სერია და მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტები. ამ მნიშვნელოვან საკონსულტაციო პროცესში, მოწვეული ექსპერტების სახით, პარასპორტის ქართველმა სპეციალისტებმა მიიღეს მონაწილეობა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ექსპერტიზის აღიარებას საერთაშორისო დონეზე.


ეისითი გლობალის შესახებ

ეისითი გლობალი თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო კვლევითი და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ადამიანის უფლებების, ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების განვითარების მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებულ კვლევებსა და სტრატეგიულ კონსულტირებას ახორციელებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ისეთ სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა ინსტიტუციური განვითარება და ევროპეიზაცია, სოციალური ინკლუზია, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი მმართველობა.

კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (მათ შორის მსოფლიო ბანკი, EBRD, ADB, OECD, გაეროს სააგენტოები), სამთავრობო უწყებებსა და ადგილობრივ პარტნიორებთან, რაც პრაქტიკაზე ორიენტირებული რეკომენდაციების შექმნასა და მდგრად, სისტემურ ცვლილებებს უწყობს ხელს. ეისითი გლობალის გუნდის საერთაშორისო პრაქტიკა აერთიანებს ადგილობრივ ექსპერტიზასა და მოწინავე მეთოდოლოგიურ სტანდარტებს, რათა შეთავაზებული გადაწყვეტილებები რეალურ, ადგილობრივ საჭიროებებს პასუხობდეს.

საკონტაქტო მონაცემები:

კვლევის სრული ვერსიისა და რეკომენდაციების პაკეტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/4wAMwxB. 

ეისითი გლობალის გუნდი აგრძელებს მუშაობას მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების შემუშავებაზე. თანამშრომლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:  https://act-global.com/ka


გაიგე მეტი

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი და Ipsos ბიზნესის კლიმატურ მზაობას შეაფასებენ საქართველოსა და უზბეკეთში

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს
გაიგეთ მეტი

ეისითი გლობალი კლიმატის ადაპტაციის კვლევის ფარგლებში Ipsos და EBRD წარმომადგენლებს მასპინძლობს

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს
გაიგეთ მეტი

ზრდა, განვითარება და გლობალური ხედვა: ACT Global ბრენდის ახალ იდენტობას წარადგენს