პროექტის მიზანია, მომზადდეს საქართველოში ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების (EEPP) შესახებ ყოვლისმომცველი ანალიტიკური ანგარიში, რომელიც დაფუძნებული იქნება არსებული პრაქტიკის (2023–2024 წლებისთვის) საფუძვლიან იდენტიფიცირებასა და ანალიზზე და სახელმწიფო შესყიდვებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ქმედითი რეკომენდაციების შემუშავებაზე. პროექტი მოიცავს შემდეგ ძირითად ამოცანებს:
(ა) არსებული პრაქტიკის ანალიზი: საქართველოში იმ ძირითადი საჯარო დაწესებულებების იდენტიფიცირება, რომლებიც თავიანთ შესყიდვებში ენერგოეფექტურობის კრიტერიუმებს ითვალისწინებენ, განსაკუთრებით იმ საქონლისა და მომსახურებისთვის, რომლებიც EEPP-ის შესახებ დადგენილებით (რომელიც 2027 წლიდან უნდა ამოქმედდეს) არის გათვალისწინებული;
(ბ) ტენდენციების ანალიზი: სახელმწიფო შესყიდვების პროცესებში EEPP-თან მიმართებაში არსებული უფრო ფართო ტენდენციების შესწავლა - წარმატებული შემთხვევების (საუკეთესო პრაქტიკის) გამოკვეთა და იმ გამოწვევების ან ბარიერების იდენტიფიცირება, რომლებსაც შემსყიდველი ორგანიზაციები აწყდებიან ენერგოეფექტურობის კრიტერიუმების დანერგვისას;
(გ) რეკომენდაციების შემუშავება: დასკვნების საფუძველზე, პრაქტიკული, ყოვლისმომცველი რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგოეფექტური შესყიდვების გაფართოებასა და გაუმჯობესებას;
(დ) დაინტერესებულ მხარეებთან სემინარის ჩატარება და კვლევის შედეგების ვალიდაცია: ცოდნის გაზიარება საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტებს შორის და უკუკავშირის მიღება, რაც საფუძვლად დაედება საბოლოო რეკომენდაციებსა და სამომავლო პოლიტიკის შემუშავებას.
ძირითადი პარტნიორები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)
პროექტის გუნდის წევრები: ნესტანი გაფრინდაშვილი, სანდრო ნოზაძე
2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...
გაიგეთ მეტი
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თა...
გაიგეთ მეტი
სოფლად მცხოვრები თემების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა მხარს უჭერს სოფლად მცხოვ...
გაიგეთ მეტი