ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სხვადასხვა ქვეყანას უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას დამხმარე საშუალებების (AT) განვითარებისა და გაფართოების მიმართულებით. ამ ტექნიკური მხარდაჭერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ქვეყნების დახმარება იმის გაგებაში, თუ რამდენად არის ხელმისაწვდომი და საჭირო დამხმარე საშუალებები, რაც ხორციელდება შინამეურნეობის კვლევის მეშვეობით. პროცესი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების მხარდაჭერას, რათა მათ შეძლონ უკეთ გაიგონ, წარმართონ და გაატარონ უფრო ეფექტური პოლიტიკა ქვეყნებში დამხმარე საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, მათ შორის ეროვნული პრიორიტეტული დამხმარე საშუალებების სიის განსაზღვრისთვის. შინამეურნეობის კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის გლობალურ ანგარიშში დამხმარე საშუალებების შესახებ.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში სწრაფი დამხმარე საშუალებების (AT) შეფასების კვლევის განხორციელება 2020-2021 წლებში. კვლევა მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობაში ეროვნული წარმომადგენლობითი მონაცემების შეგროვებას დამხმარე საშუალებების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ასევე, კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირდა დაკმაყოფილებული ან / და დაუკმაყოფილებელი საჭიროებები, მოთხოვნა და ბარიერები დამხმარე საშუალებების ხელმისაწვდომობასთან მიმართებით.
2013 წლის 26 ივლისს, საქართველოს მთავრობამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, წარმოდგენილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სა...
გაიგეთ მეტი
საქართველოს მთავრობა და მსოფლიო ბანკი შეთანხმდნენ 37.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მეორე რეგიონული განვითარების პროექტის თა...
გაიგეთ მეტი
პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ მიზანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში გაზარდოს ცნობიერება ევროკავშირის მხარდ...
გაიგეთ მეტი