16 დეკემბერს ეისითის დამფუძნებელმა და ხედვის ლიდმა თინათინ რუხაძემ, ფორუმის ,,თანამედროვე მენეჯმენტი და HR” ფარგლებში, ისაუბრა თემაზე : ორგანიზაციული ტრანსფორმაცია და ცვლილებების მართვა.
თანამედროვე მენეჯმენტში ცვლილებების მართვა დიდ გამოწვევად რჩება. ეისითის მიერ შემუშავებული ორგანიზაციის და ბიზნესის ტრანსფორმაციის უნიკალური მოდელი POWER3® (THE POWER OF THREE®) სწორედ ამ გამოწვევების დაძლევაში ეხმარება ორგანიზაციებს. POWER3®-ის მოდელი გულისხმობს ნებისმიერ გადაწყვეტილების
სამ განზომილებაში გატარებას: რამდენად ემსახურება ის ორგანიზაციის ხედვას და მთავარ მიზნებს, რამდენად თანხვედრაშია იგი ორგანიზაციულ კულტურასთან და ფასეულობებთან, და ბოლოს, რამდენად ეფექტურია რესურსებისა და აღსრულების თვალსაზრისით.
|
|
|
ასეთი მიდგომით განხორციელებული ორგანიზაციის ტრანსფორმაცია, კომპანიებს სწორი მიმართულებით განვითარებისთვის მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს.
ფორუმი "თანამედროვე მენეჯმენტი და HR" ორგანიზებული იყო გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მიერ.
ფორუმი "თანამედროვე მენეჯმენტი და HR" ორგანიზებული იყო გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მიერ.
HR ფორუმის მიზნები იყო:
-
ადამიანური რესურსების მართვის ახალ მიდგომებზე, HR პოლიტიკაზე და სტრატეგიაზე, თანამშრომლების შერჩევის პროცესზე, ტალანტ მენეჯმენტზე, პროფესიულ განვითარებაზე, კარიერის მართვაზე და ეთიკის საკითხებზე დისკუსია;
-
მენეჯმენტის ახალი, ინოვაციური მეთოდების განხილვა და მათი დანერგვის გზების განსაზღვრა;
-
ორგანიზაციული განვითარების, ცვლილებების მართვის, რეფორმების დანერგვის და ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებაზე ახალი მიგნებების პოვნა და განხილვა;
-
თანამედროვე მენეჯმენტსა და HR საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება.