
ლაშა ლაბაძე
ეკონომიკური განვითარების პორტფელის ლიდი
ლაშა ლაბაძე არის ეკონომისტი 16 წლიანი პროფესიული გამოცდილებით, მათ შორის 10 წელზე მეტი გამოცდილებით ეკონომიკური პოლიტიკის კონსულტირებასა და პროექტების მართვაში. მან პროფესიული საქმიანობა 2008 წელს დაიწყო ISET-ში მკვლევარის პოზიციით, ხოლო შემდგომში დაიკავა ხელმძღვანელი თანამდებობები ISET-ის კვლევით ინსტიტუტში — 2011-2014 წლებში იყო დირექტორის მოადგილე, ხოლო 2015-2017 წლებში — აღმასრულებელი დირექტორი. ამ პერიოდში ის ხელმძღვანელობდა მკვლევართა გუნდს და იყო გუნდის ლიდერი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში. 2018 წლიდან ლაშა მუშაობდა ასოცირებულ პროფესორად ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში (AUM), ქუვეითში, სადაც ის ასევე ასრულებდა ფინანსებისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და კვლევითი კომიტეტის კოორდინატორის ფუნქციებს. 2024 წელს ლაშა შეუერთდა PMCG-ის გუნდს, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის, ეკონომიკური მმართველობისა და საჯარო ფინანსების მართვის სექტორის ხელმძღვანელი. 2025 წლის აპრილიდან გახდა ACT Global-ის გუნდის წევრი, ეკონომუკური განვითრების პორტფელის ლიდი. ლაშას აქვს ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი ISET-დან.