18 ნოემბერს ,,ეისითი“-სა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი ,,ეისითის“ აღმასრულებემა დირექტორმა რუსუდან თელიამ და კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ მოაწერეს. შეხვედრაზე სტუდენტებს მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტთა ჩართვას ემპირიულ კვლევებში და მათ მიერ შესაბამისი უნარების გაძლიერებას. კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სოციოლოგიის და სხვა მიმართულებების სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა სტაჟირება გაიარონ „ეისითი“-ს სხვადასხვა დეპარტამენტსა და ქვებრენდ ACT Impact-ში.
მემორანდუმის ფარგლებში ნოემბრის ბოლოდან კავკასიის უნივერსიტეტში დაიწყება საჯარო ლექციების ციკლი „ეისითი“-ს კონსულტანტების მონაწილეობით, რომლებიც სტუდენტებს ქართულ რეალობაში სოციოლოგიის გამოყენების პრაქტიკებზე მოუყვებიან.
Sopho Chachanidze, Senior Partner at ACT, has been appointed as a new board director of the Global Compact Georgia Network.
ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
ACT Portfolio Leads at High-Level World Urban Forum 2024 (#WUF12)