12 ივლის ეისითის დამფუძნებელმა და მენეჯმენტ-კონსულტანტმა თინათინ რუხაძემ Leadership school-ის ნეთვორქინგ ღონისძიებაზე “სამხრეთ კავკასიის რეგიონის განვითარების შესაძლებლობები: ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა“ ისაუბრა თემაზე ლიდერების გაძლიერება - პოტენციალის გამოვლენა და გავლენის შექმნა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდა პროფესიონალების დაკავშირებას ერთმანეთთან, თანამშრომლობის ხელშეწყობას და მათთვის უნიკალურ შესაძლებლობის შექმნას გაეზიარებინათ შეხედულებები და დაემყარებინათ პროფესიული კავშირები.
ლიდერთა სკოლა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც გლობალური ცვლილებების ფონზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის სწრაფი განვითარებაა, ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენის და გაძლიერების გზით. ორგანიზაცია ხელს უწყობს რეგიონის ადგილობრივი ლიდერების და ორგანიზაციების თანამშრომლობას და მათ ჩართულობას მომავალი ლიდერების განვითარების პროცესში.
Sopho Chachanidze, Senior Partner at ACT, has been appointed as a new board director of the Global Compact Georgia Network.
ACT Global - Become a Focal Point: Information Webinar
ACT Portfolio Leads at High-Level World Urban Forum 2024 (#WUF12)