პროექტის მიზანია ტყის მართვის სამომავლო სცენარების ინსტრუქციისა და ხელსაწყოთა ნაკრების (გზამკვლევის) შემუშავება, რომელიც მუნიციპალიტეტებს დაეხმარება საჭირო ანალიზების განხორციელებასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში. შესაბამისად, პროექტს აქვს ორი ძირითადი კომპონენტი:
1) მომავლის სცენარების შემუშავება ტყის მართვის მიმართულებით, რომელიც მიზნად ისახავს დეტალური ინსტრუქციების შექმნას ტყის მართვის მომავალი სცენარებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფაქტორებისა და გენდერული თანასწორობის ინტეგრაციის გათვალისწინებით;
2) პრაქტიკული გზამკვლევის და რესურსების წიგნის შემუშავება, რომლის მიზანია ექვსი სხვადასხვა ინსტრუმენტის გაერთიანება ერთ დოკუმენტში. გზამკვლევი იქნება პრაქტიკული და მომხმარებელზე ორიენტირებული და ექნება ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი სტრუქტურა, რათა დაეხმაროს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს ან ცენტრალურ ხელისუფლებას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში ტყის მართვასთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტები ამ ინსტრუმენტის საშუალებით შეაფასებენ თუ რამდენად მიზანშეწონილია, რომ მათ აიღონ ტყის მართვის პასუხისმგებლობა. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, ACT სრულად განახორციელებს მის ყველა კომპონენტს, მათ შორის ჩაატარებს ლიტერატურის სრულ მიმოხილვას, შეიმუშავებს სცენარებსა და ხელსაწყოების ნაკრებს და განახორციელებს სიღრმისეულ ინტერვიუებს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
ძირითადი პარტნიორები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
პროექტის გუნდის წევრები: ლაშა ლაბაძე, ლანა ჟამურაშვილი, ნინო კუპატაძე, კესო კუჭუხიძე, ვასილ მეტრეველი, ალისტერ ვატი.