/>
Logo

17

May

2025

>

07

Jun

2025

რეგისტრაცია – სტრატეგიული HR

რეგისტრაცია – სტრატეგიული HR

სტრატეგიული HR პროგრამის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს გააცნობიერონ სტრატეგიული HR-ის როლი კომპანიის წარმატებაში, გაზარდონ თანამშრომლების პროდუქტიულობა და გამოავლინონ ორგანიზაციის საერთო ეფექტურობის გაზრდის გზები.

პროგრამა განკუთვნილია HR დირექტორებისა და HR გუნდის ხელმძღვანელებისთვის, ადამიანური რესურსების სტრატეგიულ მართვაში ჩართული მენეჯერებისა და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალებისთვის.

პროგრამა აერთიანებს თანამედროვე HR სტრატეგიებს, რეალურ მაგალითებს (ქეისებსა) და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს HR პროფესიონალებს და მენეჯმენტის წარმომადგენლებს ადამიანური კაპიტალის ეფექტურად მართვასა და ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდაში.  

პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებთ ორგანიზაციის სტრატეგიის HR სტრატეგიასთან შესაბამისობაში მოყვანას, ადამიანური კაპიტალის ეფექტურად მართვას HR ინსტრუმენტების გამოყენებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას და ტალანტების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას, რაც საბოლოოდ თანამშრომელთა პროდუქტიულობის ზრდაში აისახება.


პროგრამის დეტალები

17 მაისი – 7 ივნისი, 2025
4 სესია | ყოველი შაბათი  | 17:30–21:30 
Holiday Inn Tbilisi
EARLY BIRD 1 მაისამდე  – 1290₾
1–15 მაისი | 1450₾

Register

Meet the speaker


თეონა კუპატაძე

უფროსი კონსულტანტი, ორგანიზაციული და ადამიანური განვითარების მიმართულებით