
ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების პროცესში. სახელმწიფო უწყებებს, დონორებს და კერძო სექტორს საკონსულტაციო სერვისებით ვეხმარებით სტრატეგიების ოპტიმიზაციაში, დაინტერესებულ მხარეებთან, ბენეფიციარებსა და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციაში და მათი პოზიტიური ჩართულობის უზრუნველყოფაში. ჩვენი ექსპერტიზა და გამოცდილება უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგების მიღწევას: სოციალური ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარების, ენერგო და ტრანსპორტის სფეროებში დაგეგმვის, სტრატეგიებზე მუშაობის, დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაციაში.
- სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება
ჩვენს გუნდს სოფლის მეურნეობისა და მისი განვითარების მხარდაჭერის პროექტებზე მუშაობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. ამ მიმართულებით ჩვენი პარტნიორები არიან სახელმწიფო, საჯარო და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ექსპერტიზით ვფარავთ ღირებულებათა სრულ ჯაჭვს ფერმერული წარმოებიდან გასაღების ბაზრებამდე და დეცენტრალიზაციისა და შესაძლებლობების გაზრდით ხელს ვუწყობთ სოფლის მდგრად განვითარებას. სასურველი შედეგების მისაღწევად ვიყენებთ მიდგომების ფართო სპექტრს, შესაძლებლობების ანალიზის, პოლიტიკის დაგეგმვის, ბაზრის ანალიზისა და ეკონომიკური პროგნოზირების ჩათვლით.
- ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება
გვჯერა, რომ ინფორმირებული გადაწყვეტილებები წარმატების მიღწევის უმნიშვნელოვანესი პირობაა. ჩვენი კვლევები ორიენტირებულია: შესაძლებლობების ანალიზის, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის, რისკების ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის გზით შესაძლებლობების ათვისებაზე. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ყოველთვის მორგებულია კონკრეტული პოლიტიკის, ინიციატივისა თუ პროდუქტის უნიკალურ საჭიროებებზე, ბაზრის ანალიზის, ფინანსური ანალიზის, ოპერაციული ხედვების და პარტნიორთა ჩართულობის გზით.
- რეგულირების ზეგავლენის შეფასება
გადაწყვეტილების მიმღებებს ვეხმარებით, შეაფასონ საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილებები ფოკუსირებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების გზით (RIA). ჩვენი სისტემური მიდგომა უზრუნველყოფს RIA-ს ამოცანების შესრულებას - გაანალიზდეს კონკრეტული პრობლემა და პოლიტიკის მიზნები, შემუშავდეს შესაბამისი პრობლემის გადაჭრისათვის პოლიტიკის ალტერნატივები (მათ შორის, არამარეგულირებელი) და შეფასდეს მათი გავლენები (დადებითი და უარყოფითი შედეგები) საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფზე. RIA-ს მრავალფაქტორული ანალიზი და მიზნობრივი ჯგუფებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა კონსულტაციებში იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ რეგულაციები გახდეს უფრო ეფექტიანი, ეფექტური და ხელი შეეწყოს მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის შექმნის პროცესს.