
- საჯარო ადმინისტრირება და სერვისები
სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობებს ვაძლიერებთ მაღალი ხარისხის საჯარო სერვისების მიწოდებისა და ეფექტური საჯარო ადმინისტრირების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენი მხარდაჭერა საჯარო დაწესებულებებისა და სახელმწიფო უწყებებისთვის „ქვემოდან-ზემოთ“ (bottom up) მიდგომას ეფუძნება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების საჭიროებების საპასუხო გადაწყვეტების ინიციირებას. ჩვენ ვმუშაობთ საჯარო ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მოდელებზე, როგორებიცაა: მთავრობა - მოქალაქე (Government to Citizen - G2C), მთავრობა - ბიზნესი (Government to Business - G2B), მთავრობა - მთავრობა (Government to Government - G2G), მთავრობა - თანამშრომლებზე (Government to Employee - G2E) და სხვა.
- დეცენტრალიზაცია და მონაწილეობითი მმართველობა
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებთან დეცენტრალიზაციისა და ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით. დეცენტრალიზაცია და ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს საჯარო სერვისების ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდას. ჩვენი სტრატეგიები, რომლებიც მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, აძლიერებენ ადგილობრივ ინსტიტუტებს, რათა პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე, ეფექტურად შეასრულონ მოქალაქეებისა და ბიზნესის საჭიროებები. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა დონორსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარესთან, რათა ხელი შევუწყოთ ინკლუზიურ სამოქალაქო მონაწილეობას. ჩვენი გამოცდილება სხვადასხვა ჯგუფის უმცირესობების წარმომადგენლებსა და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებთან შესაძლებლობას გვაძლევს, ხელი შევუწყოთ მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური სტრატეგიებისა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში პასუხისმგებელი მხარეების გაძლიერებას, რათა მიღწეულ იქნეს, უფრო მეტად, ინკლუზიური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების ინიციირება.
- ელექტრონული მმართველობა და სისტემები
საინფორმაციო ტექნოლოგიების სათანადო გამოყენება უზრუნველყოფს: ჭკვიან, ანგარიშვალდებულ, პასუხისმგებელ და ეკონომიურ გადაწყვეტებს. მთავრობები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ელექტრონული მმართველობის მოდელებს, რომლებიც აერთიანებენ სხვადასხვა მიმართულებას ელექტრონულ მმართველობაში. ჩვენ ხელს ვუწყობთ სახელმწიფო უწყებებს, ადგილობრივი საჭიროებებისა და შესაძლებლობების შეფასებაში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტრატეგიების მორგებაში ადგილობრივ კონტექსტთან. ეს მიდგომა მნიშვნელოვანია მომსახურების ეფექტური მიწოდებისთვის და აძლიერებს გამჭვირვალობას, ხელმისაწვდომობას, მოქალაქეთა და მოწყვლადი ჯგუფის წევრების ჩართულობას.
- ევროინტეგრაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობა
ჩვენ, ერთი მხრივ, ხელს ვუწყობთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ქვეყნებს გაწევრიანების თანმიმდევრული ნაბიჯების შესრულებაში, ევროინტეგრაციისა და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პროცესებში, ეროვნული პოლიტიკისა და პრაქტიკის ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის ექსპერტიზის მიწოდებით. ჩვენი მიდგომა მოიცავს მრავალმხრივი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებების გაცემას ეროვნული ორგანოებისთვის, პოლიტიკის რჩევებს, შესაძლებლობების რეკომენდაციებსა და სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირების უნარების განვითარების მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რომლის მიზანია ინსტიტუციური გაძლიერების ხელშეწყობა და მარეგულირებელი ჩარჩო-კომპეტენციების სინქრონიზაცია. მეორე მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ, ევროკავშირის ორგანოებისთვის, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებაზე, რომელიც ხელს უწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ინტეგრაციულ პროცესებს. ჩვენი საქმიანობა, ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხით, აძლიერებს ქვეყნებს: მმართველობის ჩარჩოების, რეგულირების შესაბამისობისა და ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკის განხორციელებასა და ჰარმონიზაციაში.