/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN
Logo
საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შეფასება საქართველოში

საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შეფასება საქართველოში

პროექტის დეტალები

კლიენტი
UNDP საქართველო
გეოგრაფია
საქართველო
მიმდინარე
29.01.2025

პროექტის აღწერა

პროექტი მიზნად ისახავდა საჯარო ადმინისტრირების რეფორმის (PAR) პროგრესისა და მდგომარეობის შეფასებას საქართველოში, ფოკუსით პოლიტიკის განვითარებაზე, საჯარო სამსახურსა და ადამიანური რესურსების მართვაზე, ასევე სახელმწიფო სერვისების მიწოდებაზე. სამ ფაზად განხორციელებულმა შეფასებამ - საწყისმა, შუალედურმა და საბოლოომ - დაინტერესებულ მხარეებსა და რეფორმის გუნდს მიაწოდა სრულყოფილ მონაცემები საჯარო ადმინისტრირების პროცესის ეფექტურობის შესახებ და დაეხმარა რეფორმების შემდგომი გეგმის დასახვაში ქვეყნის ეროვნული განვითარების და ევროპული ინტეგრაციის მიზნებისთვის მისაღწევად. 

მთავარი აქტივობები მოიცავდა დაინტერესებული მხარეების ანალიზს, საჯარო მოხელეების დამოკიდებულებების შეფასებას და მოქალაქეების აზრის ანალიზს საჯარო სამსახურის შესახებ. რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდოლოგიების გამოყენებით, შეფასებამ წარმოაჩინა საქართველოს საჯარო ადმინისტრირების სისტემის ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე გაუმჯობესების სფეროები. 

გაიგე მეტი

ანალიტიკური ანგარიში ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოში

ანალიტიკური ანგარიში ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოში

პროექტის მიზანია, მომზადდეს საქართველოში ენერგოეფექტური სახელმწიფო შესყიდვების (EEPP) შესახებ ყოვლისმომცველი ანალიტიკური ანგარი...

გაიგეთ მეტი