
- გენდერული ანალიზი
გენდერული ანალიზი ეისითის (ACT-ის) მიერ განხორციელებული სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების ერთ-ერთი პრიორიტეტული ფოკუსია. ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს გენდერული დინამიკის შესწავლას სამიზნე ქვეყნებისა თუ მიმართულებების ცვალებად კონტექსტებში, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მდგრადი ცვლილებების განხორციელებისთვის. ეისითის (ACT-ის) გუნდი, გავრცელებული გენდერული ნორმებისა და პრაქტიკების გამოვლენის მიზნით, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით კომპლექსურ გენდერულ ანალიზს ახორციელებს. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მყარი მტკიცებულებებისა და მიგნებების გენერირებას, რომელიც საშუალებას აძლევს სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს, არსებული პრაქტიკებისა და რეგულაციების დახვეწის მიზნით, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები. გარდა ამისა, ჩვენ ვეხმარებით პარტნიორ ორგანიზაციებს ეფექტურად განახორციელონ გენდერული პერსპექტივების ინტეგრირება საკუთარ საქმიანობაში ინკლუზიურობისა და თანასწორობის შემდგომი გაძლიერების უზრუნველყოფად.
- შრომის ბაზარი და მიგრაცია
შრომის ბაზრის დინამიკისა და მიგრაციის საკითხების სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი ჩვენი კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საერთაშორისო თუ ადგილობრივ დონეზე განხორციელებული ინიციატივების ფარგლებში, ეისითი (ACT) პარტნიორ ორგანიზაციებსა და გადაწყვეტილებების მიმღებთ უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ხედვებითა და სტრატეგიებით. რაც, თავის მხრივ, მყარ საფუძველს ქმნის პროგრამული დაგეგმვის, ხედვების დადასტურებისა და სრულიად ახალი მიდგომების შემუშავებისთვის. სანდო ექსპერტიზის გამოყენებითა და ინდუსტრიის წამყვან ლიდერებთან აქტიური თანამშრომლობით, ეისითის (ACT-ის) გუნდი აკვირდება და სიღრმისეულად შეისწავლის დასაქმების მიმდინარე ტენდენციებსა და მიგრაციის შესაძლო გავლენებს ბიზნესის განვითარებასა და მოსახლეობის საბაზისო სოციალურ-ეკონომიკურ პარამეტრებზე. შედეგად, ჩვენ ვაძლიერებთ დაინტერესებულ მხარეთა შესაძლებლობებს, სწრაფად ადაპტირდნენ მუდმივად განვითარებად და ცვალებად გარემოში, მიიღონ კონტექსტზე მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც, თავის მხრივ, ითვალისწინებენ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს. შემოგვიერთდით, რათა ერთად შევქმნათ გარემო ინოვაციებისთვის და ხელი შევუწყოთ მდგრად ზრდასა და განვითარებას შრომის ბაზარზე.
- ჯანდაცვა და სოციალური დაცვა
გვჯერა, რომ ძლიერი და ეფექტური ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემები სოციალური ინკლუზიისა და ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა . შესაბამისად, აღნიშნული სისტემების დეტალური შესწავლა და ანალიზი, მათი გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებზე ფოკუსირება და მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავება, ეისითის (ACT-ის) საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საერთაშორისო, სტანდარტული და ქვეყნების კონტექსტზე ადაპტირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, ჩვენი გუნდი, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ახდენს სისტემაში არსებული ბარიერებისა და პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირებასა და აფასებს ინტერვენციების საჭიროებას. ადგილობრივ ინსტიტუციებთან პარტნიორობით და ხარისხიან მონაცემებზე დაყრდნობით, ჩვენ შევიმუშავებთ რეკომენდაციებს, რომლებსაც აქვთ პოტენციალი გააუმჯობესონ მომსახურებების მიწოდება, მიზნობრივი პროგრამები და ხელი შეუწყონ თანასწორობას. ჩვენი საბოლოო მიზანია დავეხმაროთ გადაწყვეტილებების მიმღებებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებებში, რომლებიც გააუმჯობესებს ჯანდაცვის შედეგებს და გააძლიერებს სოციალურ დაცვას ყველასთვის.
- განათლება და შესაძლებლობების განვითარება
ეისითის (ACT-ის) გუნდი ეხმარება და აძლიერებს დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებს, სამოქალაქო სექტორს, დონორების მიერ დაფინანსებულ ინიციატივებსა და მსხვილ და საშუალო ბიზნესებს, უკეთეს შედეგებს მიაღწიონ და მუშაობის ეფექტურობა გაზარდონ. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ექსპერტიზის, კრიტიკული ცოდნისა და შესაძლებლობის კუთხით, სამიზნე ორგანიზაციებში არსებული საჭიროებების გამოვლენას. ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებს სთავაზობს კონკრეტულ ხედვებსა და საჭიროებებზე მორგებულ განვითარების კონცეფციებსა და სტრატეგიებს. ჩვენ მიერ შემუშავებული განვითარების კონცეფციები, თავის მხრივ, ეფუძნება მყარ მტკიცებულებებს და მოიცავს ქმედით რეკომენდაციებს, როგორც ინსტიტუციური, ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიმართულებით. ჩვენი გუნდი აერთიანებს სფეროს წამყვან ექსპერტებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე და სთავაზობს პარტნიორ ორგანიზაციებს საჭიროებებზე მორგებულ და ადაპტირებულ სქემებს სასწავლო პროგრამების (სილაბუსების), ცოდნის გაზიარებისა და გუნდის გაძლიერების, დაგეგმვისა და განხორციელების მიმართულებით. გვჯერა, რომ ხარისხიანი განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხოვრების ხარისხის ამაღლებასა და სიღარიბის დონის შემცირებაში.