/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN ძიება
Logo
  • ჩვენი ექსპერტიზა
  • ინსაიტები
  • ღონისძიებები
  • პროექტები
  • ჩვენ შესახებ
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
  • ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
Logo
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
ინსაიტები
ღონისძიებები
პროექტები
ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
ACT Logo
Start search
მარიამ კაპანაძე
31 ივლისი, 2025

რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის საკითხებში?

როდესაც პროდუქტს ვყიდულობთ ხშირად გვჯერა, რომ ის უსაფრთხოა, მაგრამ რამდენად ვაკონტროლებთ სურსათის უსაფრთხოებას რეალურად? სურსათის უვნებლობა არ არის მხოლოდ სახელმწიფო უწყებებისა და მწარმოებლების პასუხისმგებლობა. მოქალაქეთა ჩართულობა ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს. თითოეულ ჩვენგანს აქვს შესაძლებლობა ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს: წაიკითხოს ეტიკეტები, გადაამოწმოს წარმოების ვადები, დააფიქსიროს საეჭვო შემთხვევები შესაბამის უწყებებთან. აღნიშნული ნაბიჯები პირდაპირ აისახება ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა მწარმოებლებსა და სახელმწიფო უწყებებზე მოდის, საზოგადოების ჩართულობა გადამწყვეტ როლს ასრულებს სურსათით გამოწვეული რისკების შემცირებაში. ქვემოთ მოცემულია სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არის მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის საკითხებში კრიტიკულად მნიშვნელოვანი:

  • ცნობიერების ამაღლება და ჯანმრთელობის დაცვა

სურსათთან დაკავშირებული დაავადებები შესაძლოა გამოწვეული იყოს დაბინძურებული ან არასწორად დამუშავებული პროდუქტით. ინფორმირებული მომხმარებელი მეტი სიფრთხილით ირჩევს პროდუქტს (ყურადღებას აქცევს შენახვის პირობებს, პროდუქციის ვადებს), სწორად ამზადებს და ინახავს მას, რითიც ამცირებს მოწამვლის და საკვებით გადამდები დაავადებების გავრცელების რისკს. მაგალითად იაპონიაში ყოველწლიურად ტარდება 5,000-მდე საზოგადოებრივი ღონისძიება სურსათის უვნებლობის თემაზე: ლექციები, ტრენინგები, გამოფენები, მათ შორის ყოველწლიურად ტარდება საზოგადოებრივი კამპანია, რომელიც ასწავლის, როგორ უნდა განვასხვავოთ ვადაგასული ან ცუდად შენახული პროდუქტები[1]. კვების განათლების კანონი (2005) ავალდებულებს სკოლებს ასწავლონ მოზარდებს: ეტიკეტების წაკითხვა, ვადების გარჩევა, შენახვის პირობების დაცვა, დარჩენილი საკვების კომპოსტირება ან ხელახალი გამოყენება. მომხმარებლის ცოდნა და პრევენციული ქმედებები მნიშვნელოვნად ამცირებს მოწამვლის შემთხვევებს.

  • გამჭვირვალობა და სტანდარტების გაუმჯობესება

როდესაც მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ პოზიციას – ითხოვენ ეტიკეტირებულ პროდუქტს, აკონტროლებენ შენახვის პირობებისა და ვადების დაცვას – ისინი უბიძგებენ მწარმოებლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ასეთი ჩართულობა ხელს უწყობს უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვასა და რეგულაციების ეფექტიან შესრულებას. მაგალითად, ევროკავშირში მოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზები და ონლაინ პლატფორმები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ დააფიქსირონ საჩივარი სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსმა სისტემამ, მაგალითად სურსათისა და საკვები პროდუქტების სწრაფი შეტყობინების სისტემა RASSF (Rapid Alert System for Food and Feed), მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სურსათის უვნებლობის რისკების მართვა რადგან ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის სურსათთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას და ბაზრებიდან პროდუქტის დროულად ამოღებას[2].

  • სახელმწიფო რეგულაციების ეფექტიანობა

სამოქალაქო აქტივობა ხელს უწყობს სახელმწიფო ორგანოებს უფრო ეფექტიანი პოლიტიკის გატარებაში. მოქალაქეების რეაგირება სურსათის უვნებლობის დარღვევებზე ხშირად ხდება ცვლილებების გამომწვევი. რაც უფრო მაღალია მიმართვიანობის მაჩვენებელი, მით მეტად იზრდება სახელმწიფო ორგანოების მიერ რეაგირების ეფექტიანობა. მაგალითად, კანადაში მომხმარებლების საჩივრების საფუძველზე მთავრობამ გაამკაცრა კვების ობიექტების ინსპექტირების წესები და შემოიღო საჯარო ანგარიშგების პლატფორმა. პლატფორმაზე მოსახლეობის მიერ დაფიქსირებულ საჩივრებზე დაყრდნობით კანადის სურსათის ინსპექტირების სააგენტო CFIA (Canadian Food Inspection Agency) ახორციელებს ინსპექციებს მაღალი რისკის მქონე ობიექტებში, რაც საშუალებას აძლევს ეფექტურად გადაჭრას რეალური პრობლემები [3].


მოსახლეობის ჩართულობის დონე საქართველოში

სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ სურსათის სარეალიზაციო და კვების ობიექტების შემოწმების შედეგები გვიჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში გაზრდილია სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების მაჩვენებელი აღნიშნულ ობიექტებზე. 2022-2024 წლებში შეინიშნება კლების ტენდენცია, თუმცა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე 2020-2021 წლებში.

ცხრილი 1. სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებული სამართალდარღვევების მაჩვენებელი წლების მიხედვით


რაც შეეხება სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვიანობის მაჩვენებელს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2020-2024 წლებში გაიზარდა სურსათის უვნებლობის დარღვევებთან დაკავშირებით მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა. ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებას კვლავ აქვს პოტენციალი უფრო აქტიურად ჩაერთოს სურსათის უვნებლობის საკითხებში.

ცხრილი 2. სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებული მიმართვიანობის მაჩვენებელი წლების მიხედვით

2023 წელს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია ACT-ის მიერ ჩატარებული კვლევის[4] მიხედვით, გამოიკვეთა სურსათის უვნებლობის დარღვევების არგასაჩივრების ძირითადი მიზეზები. ყველაზე ხშირ შემთხვევაში მოქალაქე არ ასაჩივრებს სურსათის უვნებლობის დარღვევის ფაქტს რადგან ფიქრობს რომ რეაგირება არ მოჰყვება (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1. სურსათის უვნებლობის დარღვევების არგასაჩივრების ძირითადი მიზეზები


როგორ გავზარდოთ მოსახლეობის ჩართულობა?

შემდეგი რეკომენდაციები ეფუძნება იმ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელმაც სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის თვალსაზრისით საუკეთესო შედეგები გამოიღო. თუმცა მათი გამოყენებისას აუცილებელია ქართული რეალობის, კულტურული თავისებურებებისა და საზოგადოების მზაობის გათვალისწინება, რათა რეკომენდაციები ეფექტურად შეესაბამებოდეს ადგილობრივ კონტექსტს.

მოსახლეობის ჩართულობის ზრდა სურსათის უვნებლობის საკითხებში მოითხოვს სისტემურ და მრავალმხრივ მიდგომას. საერთაშორისო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ წარმატებული მოდელები ეფუძნება განათლების, ხელმისაწვდომი ინფორმაციის, მოქალაქეთა ჩართულობის პლატფორმებისა და ანგარიშვალდებული მმართველობის ინტეგრირებულ გამოყენებას.

  • განათლების პროგრამების ინტეგრირება სკოლებში და საზოგადოებრივ სივრცეებში. მაგალითად, შვედეთსა და ნორვეგიაში, სკოლებში ინტეგრირებულია სპეციალური კურსები ჯანსაღ კვებასა და სურსათის უვნებლობაზე. მსგავსი საგანმანათლებლო პროგრამები ხელს უწყობს მომავალი თაობის ინფორმირებას და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას.
  • ცნობიერების ამაღლების კამპანიები და სოციალური მედიის ჩართულობა. მაგალითად, აშშ-ის სურსათის და წამლის ადმინისტრაცია (FDA) და ევროკავშირის ქვეყნები რეგულარულად ატარებენ საინფორმაციო კამპანიებს, რომლებიც მოიცავს ვიდეოებს, ბანერებსა და სოციალური ქსელის აქტივობებს, რათა მომხმარებელს მიაწოდონ ინფორმაცია უვნებლობის რისკებზე და მათი როლის შესახებ.
  • ელექტრონული და მობილური პლატფორმები საჩივრების დასაფიქსირებლად. მაგალითად, სინგაპურში და ესტონეთში მოქალაქეებს შეუძლიათ ონლაინ და მობილური აპლიკაციების მეშვეობით მარტივად დააფიქსირონ დარღვევები და მიიღონ უკუკავშირი. ასეთი პლატფორმები ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს და ზრდის ჩართულობის მაჩვენებელს.
  • მოქალაქეთა მონაწილეობა პოლიტიკის ფორმირებაში. საფრანგეთში მუშაობს საკონსულტაციო საბჭოები, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ ჩაერთონ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში. ეს ზრდის ნდობას სისტემისადმი და აყალიბებს პასუხისმგებლიან საზოგადოებას.
  • თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია ადგილობრივი NGO-ების ჩართვა, რომლებიც მოსახლეობასთან ახლოს არიან და ეფექტურად აგროვებენ უკუკავშირს. მაგალითად, გერმანიაში არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ ინდიფერენტული მომხმარებლების წახალისების პროგრამებს.

 

სურსათის უვნებლობა - სად ვეძიოთ პასუხები?

სურსათის უვნებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში – როგორიცაა ვადაგასული ან დაბინძურებული პროდუქტი, შენახვის წესის დარღვევა, კვების ობიექტებში ჰიგიენის მოთხოვნების უგულებელყოფა, არასრული ან მცდარი ეტიკეტირება, მოწამვლის შემთხვევები – მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ:

  • სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს). სააგენტო არის მთავარი სახელმწიფო უწყება, რომელიც საქართველოში პასუხისმგებელია სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ზედამხედველობაზე. სააგენტოს ფუნქციებში შედის სურსათის ხარისხისა და უსაფრთხოების მონიტორინგი სურსათის სარეალიზაციო და კვების ობიექტებზე. მომხმარებელს შეუძლია საჩივრის დაფიქსირება დისტანციურად (ცხელი ხაზი: 1501, ელექტრონული ფოსტა: info@nfa.gov.ge).
  • საქართველოს მომხმარებელთა ფედერაცია (არასამთავრობო ორგანიზაცია). ეს ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესში, კონსულტაციას უწევს მომხმარებლებს და ხელს უწყობს მათი ინფორმირებულობის გაზრდას სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით. მომხმარებელს საჩივრის დაფიქსირება და კონსულტაციის მიღება შეუძლია დისტანციურად (ცხელი ხაზი: +995 (555) 25 50 10, ელექტრონული ფოსტა:geoconsumer@gmail.com).

სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით მოსახლეობას საშუალება აქვს ინფორმაცია მიიღოს საიტზე momxmarebeli.ge. საიტი ეკუთვნის არასამთავრობო ორგანიზაციას „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ (CSRDG) და მას მართავს მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამა. საიტის დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • რა უფლებები აქვს მომხმარებელს
  • რა ვალდებულებები აქვს პროდუქციის მწარმოებელსა და გამყიდველს
  • ვის, სად და როგორ უნდა მიმართოთ, თუკი თქვენი უფლებები დაირღვა

სურსათის უვნებლობა მხოლოდ სპეციალისტების საკითხი არ არის – ეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თემაა. ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლიანი მომხმარებლები ქმნიან მყარ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.


[1] იაპონიაში 2019 წლიდან ამოქმედდა საკვების დანაკარგის შემცირების ხელშეწყობის კანონი, რომლის მიხედვითაც ოქტომბერი ცხადდება ამ თემაზე ცნობიერების ამაღლების თვედ.

[2] https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S2405844023103549

[3] 2019 წელს ამოქმედდა “სურსათის უვნებლობის შესახებ კანონი” (SFCR), რომელიც შეიცავს რისკზე დაფუძნებულ ინსპექციის მოდელს – საჩივრების, წარსული დარღვევებისა და საფრთხის ტენდენციების მიხედვით განისაზღვრება ინსპექციის სიხშირე.

[4] „საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, დამოკიდებულებებისა და ქცევის შესწავლა სურსათის უვნებლობასთან და ამ მიმართულებით მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით“


მონაცემთა წყაროები:

  • სურსათის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახური
  • https://nfa.gov.ge/Ge/Reports
  • საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
  • https://www.geostat.ge/ka

გაიგე მეტი

ყველას ნახვაarrow
რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის საკითხებში?
ბრენდის ემპათიურობის სტრატეგიული ძალა
გაიგეთ მეტი arrow 16 ივლისი, 2025
რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის საკითხებში?
სამი ინტელექტი - ჩვენი სამი საყრდენი
გაიგეთ მეტი arrow 26 ივნისი, 2025
რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორ უნდა გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა სურსათის უვნებლობის საკითხებში?
რეალიზებული უფლებები : სისტემური ანგარიშვალდებულების მიდგომა
გაიგეთ მეტი arrow 17 ივნისი, 2025
ACT Logo
კომპანია კონტაქტი
Terms&Conditions Privacy
+995 32 2 422 322
Zurab Anjaparidze street 1
Terms&Conditions Privacy