/>
გამოიწერეთ კონტაქტი EN ძიება
Logo
  • ჩვენი ექსპერტიზა
  • ინსაიტები
  • ღონისძიებები
  • პროექტები
  • ჩვენ შესახებ
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
  • ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
Logo
  • ორგანიზაციული ტრანსფორმაცია POWER3®
  • სექტორული კვლევები და ეკონომიკური განვითარება
  • ბიზნეს სტრატეგია და ზრდა
  • სოციალური ინკლუზია და ტრანსფორმაცია
  • ციფრული ტრნასფორმაცია და ინოვაცია
  • დემოკრატია და კარგი მმართველობა
  • ორგანიზაციული განვითარება და ადამიანების მენეჯმენტი
  • პოლიტიკის შემუშავება
  • ოპერაციები და ბიზნეს პროცესების მენეჯმენტი (BPM)
  • კვლევა და შეფასება
  • მონაცემთა მენეჯმენტი და ანალიტიკა
  • საერთაშორისო პროექტების მენეჯმენტი
საინტერესო
  • ACT ინსტიტუტი
  • ACT კვლევა
ინსაიტები
ღონისძიებები
პროექტები
ელ. წიგნები
  • კომპანია
  • ჩვენი გუნდი
  • სიახლეები
  • ვაკანსია
  • ელ. წიგნები
ACT Logo
Start search
რუსუდან თელია
26 ივნისი, 2025

სამი ინტელექტი - ჩვენი სამი საყრდენი

“IQ დაგასაქმებს, EQ - წინ წაგწევს, AQ - დაგტოვებს თამაშში” - ამ სამი ინტელექტის როლი და მთავარი დანიშნულება ამ ფრაზაში კარგად ჩანს, თუმცა ხშირად ხდება მათი მნიშვნელობის აღრევა და არასათანადო დაფასება. რა როლი აქვს თითოეულ ინტელექტს პირადად ჩვენთვის და ორგანიზაციული წარმატებისთვის, რა განსხვავებაა მათ შორის და როგორ უნდა დავაბალანსოთ მათი განვითარება ისე, რომ გონებრივი შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, გავიუმჯობესოთ ადამიანური ურთიერთობების ხარისხი, გავუმკლავდეთ მუდმივ კრიზისებს და მოვახდინოთ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაცია.

IQ (Intelligence Quotient) - გონებრივი ინტელექტის კოეფიციენტი კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ყველაზე კარგად შესწავლილი ფენომენია . ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასწყისში შემუშავდა ტესტები, რითაც მოწმდებოდა ინდივიდების გონებრივი შესაძლებლობები, რომელიც ძირითადად ინფორმაციის დამუშავების სიჩქარეს, აბსტრაგირებულ აზროვნებას, ყურადღების მართვასა და სწავლის უნარს ზომავდა. ისტორიულად IQ გამოიყენებოდა, როგორც აკადემიური და პროფესიული პოტენციალის მაჩვენებელი. ანალიზის, დაგეგმვისა და ტექნიკური დავალებების შესრულების მაღალი ხარისხი სწორედ ამ უნარის დამსახურებაა, თუმცა ორგანიზაციული თუ გუნდების წარმატებაზე დაკვირვებამ კარგად აჩვენა და გამოავლინა მისი შეზღუდვებიც. აღმოჩნდა, რომ თანაბარი გონებრივი ინტელექტის პირობებში, ბევრად უკეთეს შედეგებს დებდნენ ის ლიდერები, პროფესიონალები და ზოგადად გუნდი, ვისაც ძალიან კარგად ქონდა განვითარებული ემოციური ინტელექტი (EQ - Emotion Quotient). ალბათ ყველა ორგანიზაციაში არსებობდა ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც ბრწყინვალე ანალიტიკური შესაძლებლობების თანამშრომელს ძალიან უჭირდა გუნდში ინტეგრაცია, კოლეგებთან ურთიერთობა, კონფლიქტების რეგულირება, რაც ძირითადად სწორედ დაბალი ემოციური ინტელექტით აიხსნება.

ემოციური ინტელექტის (EQ) კონცეფტის შემუშავება მე-20 საუკუნის ბოლოს დანიელ გოლემანს ეკუთვნის. ემოციური ინტელექტი - ეს არის ადამიანის უნარი აღიქვას და გაიგოს, როგორც საკუთარი, ისე სხვისი ემოციები, შეძლოს ემოციების ადექვატური გამოხატვა და მართვა. EQ-ს მთავარი კომპონენტებია ემოციური თვითშეგნება, ემპათია, თვითრეგულაცია და სოციალური უნარები. სწორედ ამ ინტელექტის დამსახურებით ვამყარებთ და ვინარჩუნებთ ურთიერთობებს, ვარეგულირებთ კონფლიქტებს, სტრესს და თვითმოტივაციას. სწორედ ემოციური ინტელექტის დამსახურებაა გუნდური სინერგიის შექმნა, ლიდერობა, თანამშრომელთა მოტივაცია და შთაგონება. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ლიდერები არიან ემპათიურები, ურთიერთობებსა და გუნდის გაძლიერებაზე ორიენტირებულები, შეუძლიათ სტრესის მართვა და სტრესულ სიტუაციაში გუნდის წევრების თანადგომა.

ცხადია EQ ვერ ცვლის კოგნიტურ შესაძლებლობებს, რომელიც, როგორც ჩვენი ყველა კუნთი, მუდმივ განვითარებას საჭიროებს. საგულისხმო და საინტერესოა ის ფაქტი, რომ ორივე ეს უნარი ნაკლები სტრესის პირობებში უფრო კარგად მუშაობს, ორივე ამ უნარისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და მეტი სიცხადე.

თანამედროვე სამყაროში ბუნდოვანების, კომპლექსურობის, ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპისა და სხვა გლობალური ცვლილებების პარალელურად, აქტუალური ხდება ადაპტაციისა და წინააღმდეგობის გადალახვის უნარის განვითარება. ადაპტურობის ინტელექტი (Adversity Quotient - AQ) სწორედ ჩვენი მესამე საყრდენია. ადაპტურობის ინტელექტის მაღალი დონე ინდივიდებში ვლინდება, როგორც სხვადასხვა ცხოვრებისეულ სირთულეებთან, (მარცხი, წარუმატებლობა, დანაკარგი, ბუნდოვანება, სტრესი და სხვ) გამკლავების უნარი, ეს არის ჩვენი ფსიქოლოგიური მედეგობის მაჩვენებელი, სადაც წარუმატებლობა ზრდისა და გაძლიერების ენერგიად გარდაიქმნება. “რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს” - ეს გამოთქმა ალბათ ყველაზე კარგად გადმოსცემს ამ ინტელექტის ბუნებას.

მაღალი ადაპტურობის ინტელექტის მქონე ლიდერები კრიზისებსა და ცვლილებებს საუკეთესოდ მართავენ, არიან მოქმედებასა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულები, გამოირჩევიან ფსიქოლოგიური გამძლეობითა და შეუძლიათ მარცხი გამარჯვებად აქციონ.

ორგანიზაციულ კონტექსში ამ სამი ინტელექტის შედარება ასე გამოიყურება:


თანამედროვე ორგანიზაციებისთვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანი ამ სამი ინტელექტის (IQ, EQ და AQ) განვითარებაზე თანაბარი ფოკუსი. ისინი ერთმანეთის შემავსებელია. IQ ქმნის სწავლისა და პროფესიული წინსვლის საფუძველს, EQ განაპირობებს საკუთარ თავთან და ჩვენს ირგვლივ ურთიერთობების ხარისხს - გვასწავლის თუ როგორ ვიცხოვროთ მშვიდობიანად სხვებთან ერთად, ხოლო AQ განსაზღვრავს გამძლეობასა და სიცოცხლისუნარიანობას ცვლილებებისა და კრიზისების პირობებში.

გაიგე მეტი

ყველას ნახვაarrow
სამი ინტელექტი - ჩვენი სამი საყრდენი
რეალიზებული უფლებები : სისტემური ანგარიშვალდებულების მიდგომა
გაიგეთ მეტი arrow 17 ივნისი, 2025
სამი ინტელექტი - ჩვენი სამი საყრდენი
ადაპტურობის ინტელექტი (AQ) — საყრდენი მუდმივ ცვლილებებში
გაიგეთ მეტი arrow 3 ივნისი, 2025
სამი ინტელექტი - ჩვენი სამი საყრდენი
კონტროლისკენ მიდრეკილი კულტურები ორგანიზაციებში: ბალანსის ძიება ავტორიტეტსა და ჩართულობას შორის
გაიგეთ მეტი arrow 2 ივნისი, 2025
ACT Logo
კომპანია კონტაქტი
Terms&Conditions Privacy
+995 32 2 422 322
Zurab Anjaparidze street 1
Terms&Conditions Privacy