
რუსუდან თელია
უფროსი მენეჯმენტ-კონსულტანტი (ორგანიზაციული ფსიქოლოგია, მენტალური ჯანმრთელობა)
რუსუდან თელია საკონსულტაციო კომპანია “ეისითი”-ს თანადამფუძნებელი და კულტურის ლიდია. “ეისითის” დაარსებიდან დღიდან მოყოლებული, სხვადასხვა პერიოდში რუსუდანი იყო ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოპერაციული დირექტორი და სოციალური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, 2015 წლიდან კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას იკავებდა, ხოლო 2020 წლიდან ეისითის ორგანიზაციული კულტურის ლიდია.
განათლებით რუსუდანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მაგისტრია. 2017 წელს ერიქსონის საერთაშორისო ქოუჩის სტატუსი მიენიჭა. რუსუდანი 2001 წლიდან, როგორც კვლევების ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (ევრაზიის ფონდი, ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო“, World vision, Unicef) პროექტების შეფასებაში. იგი ასევე უშუალო მონაწილეობას იღებდა განათლებისა და თვითმმართველობის რეფორმის, ბავშვთა ზრუნვის სტანდარტების შემუშავების პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში.
ინსაიტები

ურთიერთობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ჩვენ ცხოვრებას დიდწილად განსაზღვრავს სხვა ადამიანებთან ჩვენი უ...

თანამედროვე სამყაროს კომპლექსურობა, ბუნდოვანება და სწრაფი ცვლილებები ყველაზე დიდი გამოწვევაა როგორც ...

„Culture is not just one aspect of the game – It is the game. In the end, an organization is no...